საქართველოს ავიაბაზარზე Uzbekistan Airways შემოდის. ინფორმაციას TAV Georgia ავრცელებს.
მათი ცნობით, ავიაკომპანია პირველ ფრენას ხვალ, 16 ივლისს ტაშკენტი-თბილისის მიმართულებით შეასრულებს. მათივე ინფორმაციით, ზაფხულის სეზონზე რეისები კვირაში ორი სიხშირით, ყოველ სამშაბათსა და კვირას, Airbus 320/Boeing 757 ტიპის საჰაერო ხომალდით განხორციელდება.
უზბეკეთის ავიახაზები 1992 წელს დაარსდა. დღეისათვის ავიაკომპანია ფრენებს 40 სხვადასხვა მიმართულებით ასრულებს.
Facebook კომენტარები