"ამ ვირუსული ფეისბუქ ჯგუფის წყალობით ყველა საქართველოზე ფიქრობს" — ამ სათაურით სტატიას Forbes აქვეყნებს.

"ეს ჩემი პირველი სასიყვარულო წერილი არაა საქარველოს მიმართ. გასულ წელს თბილისს მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე ამაღელვებელი ქალაქი ვუწოდე.

ქალაქის ცენტრში მიმდინარე საპროტესტო აქციებმა ქართველები როგორც რეალური ცხოვრებაში, ისე ონლაინ, გააერთიანა და ასე გახდა ფეისბუქ ჯგუფი - Spend your Summer in Georgia რეგიონში საუკეთესო საზაფხულო ტურისტული კამპანია", — წერს ბრიენა ვილსონი.

"ფეისბუქი ისე ვერ ჩამისქროლავს, რომ ხინკლის გემრიელობა არ შემახარბონ, გაოცებული არ დავრჩე ქართული ტრადიციული ცეკვის სილამაზით ან ყველაფრის დატოვება და საქართველოს საოცრად მრავალფეროვან ბუნებაში სახეტიალოდ წასვლისკენ არ მიბიძგონ", — წერს ჟურნალისტი.

ამის შემდეგ ვილსონი საქართველოში მოგზაურობით დაინტერესებულ მკითხველს ხუთ განსხვავებულ ტურს თავაზობს. მათ შორის ის საუბრობს საქარველოს, აზერბაიჯანს და სომხეთს შორის არსებულ ტრანსკავკასიურ გზებზე და მკითხველს რეგიონის დათვალიერებას ამ გზით ურჩევს.

ჟურნალისტი მკითხველს ასევე ურჩევს ათ დღიან საცხენოსნო ტურებს, რომელსაც კომპანია Caucasian Adventures სთავაზობს ტურისტებს.

"დააფიქსირეთ საბჭოთა არქიტექტურა ფოტოგრაფიის გაკვეთილების დროს" — ეს არის ჟურნალისტის შემდეგი რჩევა. ის ფოტოგრაფ ჯეიმს კერვინის Autumn Photography Adventure Tour-ს სთავაზობს მკითხველს.

ვილსონს არ გამორჩა არც აჭარული ხაჭაპური და არც ქართული ღვინო, რომელსაც, მისი სიტყვებით, ქართველები ბოლო 8 000 წელია აუმჯობესებენ.

"ჭამით გაიკვლიე გზა საქართველოში", — წერს ის.

სტატიაში მათთვისაც არის შეთავაზება, ვისაც თავად უყვარს ტურების დაგეგმვა — Traveling Den, საცხოვრებელი პირობებით აღჭურვილი სამოგზაურო ფურგონები.

"დამიჯერეთ როცა ვამბობ, რომ გზად ბევრი ისეთი რამაა, რისი ნახვაც მოგინდებათ…რადგან როცა ქართულ დროზე ხარ, ყველა გზა სამოგზაუროა", — წერს ჟურნალისტი სტატიის ბოლოს.

ამავე თემაზე:

Facebook კომენტარები

kompensacia frenebze
kompensacia frenebze