საუდის არაბეთში ქალებს დამოუკიდებლად, კაცის თანხლების გარეშე მოგზაურობის უფლება მისცეს. BBC-ს ინფორმაციით, ახალი კანონის მიხედვით, 21 წლის ზემოთ ქალებს თანხმლები კაცის, მეურვის გარეშე პასპორტის მიღების საშუალება ეძლევათ.

ახალი კანონი სამეფომ 2 აგვისტოს გამოსცა. გარდა ამისა, ქალებს უფლება ექნებათ, რომ დაარეგისტრირონ ბავშვის დაბადება, ქორწინება ან განქორწინება.

აქამდე ქალებს პასპორტის მიმღებისთვისა და მოგზაურობისთვის ნებართვა მეურვე კაცისთვისუნდა ეთხოვა, იქნებოდა ეს მამა, ქმარი, ძმა თუ უახლოესი კაცი ნათესავი.

საუდის არაბეთის მმართველმა, პრინცმა მოჰამედ ბინ სალმანმა ქალებს ისეთი შეზღუდვები მოუხსნა, როგორიცაა მანქანის ტარება და სტადიონებზე მატჩის ყურება. 2016 წელს მან ქვეყნის ეკონომიკური განვითარების ახალი გეგმა წარადგინა, რომელიც ქალების ჩართულობის გაზრდას ითვალისწინებს.

მძიმე პირობებისა და უფლებების უგულებელყოფის გამო საუდის არაბეთიდან არაერთი ქალი გაიქცა. მათ შორის იყვნენ საუდელი დები, მაჰა და ვაფა ალ-სუბაიები, რომლებიც დახმარებისთვის საქართველოში ჩამოვიდნენ. ისინი ყვებოდნენ, რომ თავის ქვეყანაში საფრთხის ქვეშ იყვნენ და დაბრუნების შემთხვევაში მოკლავდნენ. მათ ევროპის ერთ-ერთ ქვეყანაში მიიღეს თავშესაფარი.

ამავე თემაზე:

Facebook კომენტარები

kompensacia frenebze
kompensacia frenebze