ფრენის დაგვიანება ან კიდევ უფრო უარესი, გაუქმება შემაწუხებელი გამოცდილებაა. ბორტზე ასვლის წინ ტრადიციულ სასიამოვნო ცქმუტვას თავის ტკივილი ანაცვლებს, საათივით აწყობილი გეგმები კი თავდაყირა დგება. რას შვრება ამ დროს ადამიანთა უმრავლესობა? ფეისბუქზე გაბრაზებულ სტატუსს წერს, მეგობრებთან წუწუნებს და ახალ რეჟიმზე გადაწყობას ცდილობს. თუ თქვენც შეგმთხვევიათ მსგავსი რამ და მოგვიანებით ავიაკომპანიისთვის მიგიმართავთ, ალბათ, სტანდარტული პასუხიც გეცოდინებათ: “ამინდის გაუარესება ჩვენგან დამოუკიდებელი მიზეზია და შესაბამისად, კომპენსაციას ვერ გავცემთ. ფრენა რომ დაგეზღვიათ, მაშინ სულ სხვა სურათი გვექნებოდა…”

ეს ის მომენტია, როცა მოგზაურების დიდი ნაწილი ხელს იქნევს, თუმცა შედარებით ჯიუტები და მიზანდასახულები საქმეს ბოლომდე მიჰყვებიან ხოლმე. მათ მიზანდასახულობას მარტივი ახსნა აქვს: როცა შენი უფლებები იცი, ბევრად თავდაჯერებულად შეგიძლია მოითხოვო ის, რაც გეკუთვნის.

აი, ის 10 რამ, რაც უნდა იცოდეთ, თუ თქვენი ფრენა დაგვიანდა და გაუქმდა:

1. კომპენსაცია ავიაკომპანიის კეთილი ნება კი არა, ვალდებულებაა

ფრენის გაუქმების ან დაგვიანების დროს ავიამგზავრთა უფლებებს სხვადასხვა საერთაშორისო კანონმდებლობა იცავს. მათ შორის არის ევროკავშირის რეგულაცია #261/2004, რომელიც ავიაკომპანიას ავალდებულებს, მგზავრებს 600 ევრომდე კომპენსაცია გადაუხადოს.

2. თუ რეისმა 2 საათზე მეტით დაიგვიანა, ავიაკომპანია ვალდებულია, თქვენზე იზრუნოს

რა თქმა უნდა, ზრუნვაში ზურგზე ხელის თანაგრძნობით ტყაპუნს არ ვგულისხმობთ: თქვენ გეკუთვნით უფასო სასმელი და საჭმელი – მაგალითად, ვაუჩერის სახით, სატელეფონო ზარის ან ელ-ფოსტის გაგზავნის შესაძლებლობა და სასტუმროსა და ტრანსპორტირების ხარჯების დაფარვა.

ეს ყველაფერი ავიაკომპანიის წარმომადგენელთან შეუთანხმებლადაც შეგიძლიათ გადაიხადოთ, მთავარია, ჩეკები შეინახოთ.

3. კომპენსაციის რაოდენობა ფრენის მანძილზეა დამოკიდებული

თუ რეისი საბოლოო დანიშნულების ადგილზე ჩასვლას 3 საათზე დიდი ხნით დააგვიანებს, შეგიძლიათ მოითხოვოთ კომპენსაცია. მისი რაოდენობა 250 ევროდან იწყება და 600 ევრომდე ადის.

  • თუ ფრენის მანძილია 1500 კმ-მდე – 250 ევრო;
  • თუ ფრენის მანძილია 1500 კმ-დან 3500 კმ-მდე – 400 ევრო;
  • თუ ფრენის მანძილია 3500 კმ და მეტი – 600 ევრო.

თუ რეისმა 5 საათზე მეტით დაიგვიანა, თქვენ შეგიძლიათ, უარი თქვათ ამ რეისით წასვლაზე, მიუხედავად იმისა, დაგვიანება არის თუ არა გამოწვეული ავიაკომპანიის ბრალით.

4. თვითმფრინავის ტექნიკური გაუმართაობა “განსაკუთრებულ გარემოებად” არ ითვლება

ავიაკომპანიები კომპენსაციის გადახდას ყოველთვის გაურბიან და ხანდახან ცუდ ამინდს იმიზეზებენ მაშინ, როცა ფრენა სულ სხვა მიზეზით გადაიდო ან გაუქმდა.

განსაკუთრებული გარემოება შეიძლება იყოს თვითმფრინავზე მეხის დაცემა, ან ძრავში ფრინველის შეღწევა, სტიქიური უბედურება, მაგრამ თვითმფრინავის ტექნიკური გაუმართაობა განსაკუთრებულ გარემოებად არ ითვლება.

5. შეგიძლიათ კომპენსაცია 3 წლის წინ დაგვიანებულ / გაუქმებულ რეისზეც მოითხოვოთ

ხან­დაზ­მუ­ლი ფრე­ნა გა­ნი­სა­ზღვრე­ბა 1-დან 6 წლამ­დე, მაგალითად, სა­ქარ­თვე­ლო­ში შე­გიძ­ლი­ათ მო­ი­თხო­ვოთ 3 წლის წი­ნან­დე­ლი ფრე­ნის ანა­ზღა­უ­რე­ბაც. ავი­ა­კომ­პა­ნი­ამ შე­იძ­ლე­ბა უზ­რუნ­ველ­ყოს დაგ­ვი­ა­ნე­ბუ­ლი, გა­და­დე­ბუ­ლი ფრე­ნის შემ­თხვე­ვა­ში თქვე­ნი სას­ტუმ­როს და კვე­ბის ხარ­ჯე­ბი, თუმ­ცა ეს იმას არ ნიშ­ნავს, რომ კომ­პენ­სა­ცია არ გე­კუთ­ვნით.

6. თუ აეროპორტში თქვენთან “მორიგებას” შეეცდებიან, ხელი არ მოაწეროთ

ხშირად ავიაკომპანიის თანამშრომელი მგზავრს ხელს აწერინებს დოკუმენტზე, რომლითაც ის კომპენსაციის უფლებაზე უარს ამბობს. ასე რომ, კარგად გაარკვიეთ, რას გთავაზობთ ავიაკომპანია და ვაუჩერების სანაცვლოდ საკუთარ უფლებებს ნუ დათმობთ.

7. შეგიძლიათ ავიაკომპანიასთან დამოუკიდებლად იდავოთ, თუმცა წარმატების შანსი მეტია, თუ Flyinspectors-ს მიმართავთ

Flyinspectors უკვე რამ­დე­ნი­მე წე­ლია მუ­შა­ობს მგზავ­რთა უფ­ლე­ბე­ბის და­სა­ცა­ვად და წარმატების 99%-იანი მაჩვენებელი აქვს. ხშირად მათთან ის კლიენტებიც ხვდებიან, რომელთაც მსგავსი ტიპის სხვა კომპანიაში დახმარებაზე უარი უთხრეს. ფრენასთან დაკავშირებული პრობლემის შემთხვევაში, საკმარისია, შეავსოთ განაცხადი. ამის შემდეგ Flyinspectors განიხილავს თქვენს ქეისს და შეასრულებს ყველა სამუშაოს. Flyinspectors-ის ჩარევის შემდეგ თქვენ აღარაფრის გაკეთება გჭირდებათ, გარდა იმისა, რომ დაუცადოთ მესიჯს თანხის ჩარიცხვასთან დაკავშირებით.

დიახ, ყველაფერი ასეთი მარტივია.

8. თუ კომპენსაციის მიღება წარუმატებელი აღმოჩნდა, თქვენ არაფერს იხდით

კომპენსაციის ჩარიცხვის შემდეგ კომპანია დაუყონებლივ გირიცხავთ კომპენსაციის თანხას 25% საკომისიოს გამოკლებით. თუ კომპენსაციის მიღება წარუმატებელი აღმოჩნდა თქვენ საერთოდ არაფერს იხდით.

ანაზღაურება ევროში ხდება.

9. თქვენ გეკუთვნით არა მხოლოდ კომპენსაცია, არამედ იმ ზარალის ანაზღაურებაც, რომელიც რეისის დაგვიანება/გაუქმების გამო მოგადგათ

ეს ის ნაწილია, რომელსაც ყველა კომპანია არ იღებს ხოლმე საკუთარ თავზე. ფრენის კომპენსაციის მოპოვება შედარებით მარტივია, მაგრამ ვინ აანაზღაურებს ხარჯს, რომელიც სასტუმროში გაცდენილი დღის გამო მოგადგათ? ან იმ ხარჯებს, რომლებიც მხოლოდ იმიტომ გასწიეთ, რომ დროულად ვერ ჩახვედით დანიშნულების ადგილას?

ამ შემთხვევაშიც Flyinspectors დაგეხმარებათ. ამ კომპანიის იურისტები აღე­ბულ და­ვებს მიყვებიან ყველა ინსტანციაში, მათ შო­რის სა­ერ­თა­შო­რი­სო სა­სა­მარ­თლოშიც.

10. ცდა ყოველთვის ღირს

იმის მიუხედავად, რა გითხრათ ავიაკომპანიამ, შეგიძლიათ მაინც სცადოთ Flyinspectors-თან გადამოწმება კომპენსაციის საკითხზე. ონლაინ განაცხადის შევსებას სულ რამდენიმე წუთი უნდა და წარმატების შემთხვევაში, არც თუ ურიგო თანხას მიიღებთ, რომელიც შეგიძლიათ მომავალ მოგზაურობაზე დახარჯოთ.

Facebook კომენტარები
kompensacia frenebze
kompensacia frenebze