გაინტერესებს რას აკეთებს ადელი, მას შემდეგ რაც 2015 წელს მისი უკანასკნელი ალბომი გამოუშვა?! ამ კითხვაზე ამომწურავი პასუხის მისაღებად, უბრალოდ მის ინსტარგამს უნდა ეწვიო.

ოსკაროსანი, გრემის ჯილდოს მფლობელი მუსიკოსის ერთი ინსტაგრამ პოსტიც კი დაგარწმუნებს, რომ ის არაჩვეულებრივ დროს ატარებს.

გარდა ვარსკლავური ცხოვრების ამსახველი პოსტებისა, ადელმა ცოტა ხნის წინ ფოტოების მთელი სერია გამოაქვეყნა, რომელიც ზაფხულში მის მიერ გატარებულ, დაუვიწყარ დღეებს ასახავს.

მოგზაურობა, კოცონი, კლდეზე ცოცვა, იახტით გასეირნება და ტბაში ცურვა მოწმენდილი, ლურჯი ცის ფონზე — მოკლედ, სჯობს ჩვენც მივბაძოთ ვარსკვლავს და მოსაწყენ ოფისებში ჯდომის ნაცვლად, დაუვიწყარი შვებულება მოვიწყოთ.

Facebook კომენტარები