ეკონომიკის მინისტრის, ნათია თურნავას ინფორმაციით, 2020 წელს ავიაკომპანია Ryanair თბილისიდან და ქუთაისიდან ცხრა ახალ მიმართულებას დაამატებს. ამის შესახებ მან მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
"შეთანხმებული ვართ ევროპის 12 ახალ მიმართულებაზე, მათ შორის უკვე წელს, 2019 წლის ბოლომდე შეთანხმებული ვიყავით სამ მიმართულებაზე ფრენის დაწყებაზე, დანარჩენი ცხრა კი მომავალში დაემატება", — აღნიშნა თურნავამ.
ავიაკომპანიის ვებგვერდზე საქართველო უკვე დაემატა. ვებგვერდის მიხედვით, რაინეარი პირველ ეტაპზე თბილისიდან მილანის, ხოლო ქუთაისიდან მარსელისა და ბოლონიის მიმართულებით იფრენს. ფრენები ნოემბრიდან დაიწყება.