ქართულ მხარესა და ირლანდიურ დაბალბიუჯეტიან ავიაკომპანია Ryanair-ს შორის ურთიერთთანამშრომლობის შესახებ ხელშეკრულება გაფორმდა. ხელშეკრულებას ხელი საქართველოს აეროპორტების გაერთიანების დირექტორმა, გიორგი ჩოგოვაძემ და რაინეარის კომერციულმა დირექტორმა, დევიდ ო’ ბრაიენმა მოაწერეს.

ავიაკომპანია თბილისიდან და ქუთაისიდან ფრენებს ნოემბერში დაიწყებს. ფრენები პირველ ეტაპზე თბილისიდან მილანის, ხოლო ქუთაისიდან მარსელისა და ბოლონიის მიმართულებით შესრულდება. ეკონომიკის მინისტრის, ნათია თურნავას ინფორმაციით, 2020 წელს რაინეარი ცხრა ახალ მიმართულებას დაამატებს.

Facebook კომენტარები