ზოგი ადამიანისთვის ფრენა სასიამოვნო და საყვარელი პროცესია, ზოგიერთისთვის კი ის სტრესისა და შფოთვის წყაროა. კარგი ამბავი ისაა, რომ შიშების უმეტესობის განეიტრალება მარტივად შეიძლება. ამისთვის ისიც საკმარისია, რომ აქ ჩამოთვლილ ფაქტებს გაეცნოთ.

1. ფრენა მასობრივი გადაადგილების ყველაზე უსაფრთხო საშუალებაა

შეიძლება თქვენთვის ერთხელ მაინც უთქვამთ, რომ ბევრად მეტი შანსია, ავტოსაგზაო შემთხვევაში დაიღუპოთ, ვიდრე ფრენისას. ეს სიმართლეა. ჰარვარდის უნივერსიტეტის რისკების კომუნიკაციის ინსტრუქტორის, დეივიდ როპეიკის თქმით, ავტოსაგზაო შემთხვევაში თქვენი დაღუპვის შანსი დაახლოებით 5 000-ში 1-ია. ავიაკატასტროფაში დაღუპვის შანსი კი 11 მილიონში ერთი.

ავიაკატასტროფებზე მეტად სადარდებელი ჭექა-ქუხილია. თქვენი ცხოვრების განმავლობაში შანსი, რომ მეხი დაგეცეთ, დაახლოებით 13 000-ში ერთია.

2. თვითმფრინავები ექსპლუატაციაში ჩაშვებამდე ინტენსიურ ტესტირებას გადიან

ფოტო: Airbus

სანამ თვითმფრინავი ავიაკომპანიას გადაეცემა, ის ხანგრძლივ ტესტირებას გადის, რომელიც რამდენიმე სხვადასხვა ეტაპადაა დაყოფილი.

ტესტირებისას მოწმდება თუ რამდენად დრეკადია თვითმფრინავის ფრთები. გამოცდისას ზოგჯერ ფრთებს 90-გრადუსიანი კუთხითაც ღუნავენ. ფრთების ამჟამად მოღუნვისთვის იმაზე ბევრად მეტი ენერგიაა საჭირო, ვიდრე ნებისმიერ თვითმფრინავს ფრენისას ოდესმე განუცდია. ცდებისას ასევე მოწმდება რამდენად უძლებს ძრავი მასში რაიმე ფრინველის მოხვედრას. ასევე მოწმდება მუხრუჭები და ყველა ის სისტემა, რომელიც თვითმფრინავის გამართულად მუშაობისთვისაა საჭირო.

3. თვითმფრინავებს ერთი ძრავით ფრენა შეუძლიათ, დაჯდომა კი ორივე ძრავის გარეშეც შესაძლებელია

ყველა კომერციული თვითმფრინავი გარკვეულ სტანდარტებს უნდა აკმაყოფილებდეს, ერთ-ერთი ასეთი სტანდარტი კი ერთი ძრავით ფრენაა. თუმცა რა ხდება იმ შემთხვევაში, თუ მწყობრიდან ორივე ძრავი გამოვა?

თვითმფრინავებს სიმაღლიდან კონტროლირებული დაშვება ორივე ძრავის მწყობრიდან გამოსვლის შემთხვევაშიც შეუძლია. რა თქმა უნდა, მანძილი, რომლის დაფარვაც თვითმფრინავს ძრავების გარეშე შეუძლია, მის სიმაღლესა და სიჩქარეზეა დამოკიდებული. თუმცა ეს მანძილი თითქმის ყოველთვის საკმარისია იმისთვის, რომ თვითმფრინავი ახლომდებარე აეროპორტში დაეშვას.

4. ტურბულენტობა საშიში არ არის

ფოტო: iStock

ტურბულენტობა არა უსაფრთხოების, არამედ კომფორტის საკითხია. ის უსიამოვნოა, თუმცა ის თვითმფრინავს საფრთხეს ვერ უქმნის, რადგან თვითმფრინავის დიზაინი და სტრუქტურა ამისთვის წინასწარაა გათვლილი.

აღსანიშნავია, რომ ტურბულენტობის შესახებ პილოტებმა წინასწარ თითქმის ყოველთვის იციან. განსაკუთრებით ექსტრემალური შემთხვევების დროს კი მათ ყოველთვის შეუძლიათ, რომ ტურბულენტურ ზონას გვერდი აუარონ.

5. ამინდი დაბრკოლებას არ წარმოადგენს

ფოტო: 123Rf

ყველა თანამედროვე თვითმფრინავს წვიმაში, ქარში და ჭექა-ქუხილშიც კი, ფრენა უსაფრთხოდ შეუძლია. პრობლემას არც ნისლი წარმოადგენს, თვითმფრინავს ავტომატური სისტემების წყალობით აეროპორტში დაჯდომა მაშინაც კი შეუძლია, როდესაც ხილვადობა ნულია.

გაინტერესებს, სად უნდა იპოვო ყველზე იაფი ავიაბილეთები? Aviabiletebi.online სწორედ ამისთვის შექმნილი პლატფორმაა.

Facebook კომენტარები

kompensacia frenebze
kompensacia frenebze