ეპოქალური ფრანგი იმპრესიონისტის, კლოდ მონეს საკუთრებაში არსებული სახლის დაქირავება უკვე შეგიძლიათ — სახლში, რომლიც მხატვრის საცხოვრებელთან რამდენიმე წუთში იყო, მონეს სტუმრები რჩებოდნენ ხოლმე.

ლურჯი სახლი მონეს იმავე სახელობის ცნობილ ნამუშევარშიცაა ასახული და იმპრესიონიზმის მოყვარულებს უკვე შეუძლიათ, არამხოლოდ “ნახატში” გაატარონ ღამე, ის ადგილებიც ნახონ, რომლებიც კლოდ მონეს ინსპირაცია იყო. მხატვარმა სწორედ აქ შექმნა ცნობილი ნამუშევარი წყლის ლილიები.

სახლი საფრანგეთის პატარა დასახლება, ჟივერნიში მდებარეობს, იქ ჩასვლა კი პარიზიდან მატარებლით 40 წუთში შეიძლება. Airbnb-ზე განთავსებული განცხადების მიხედვით, მისი ღირებულება ღამეში 199 დოლარია. სახლში სამი აბაზანა, ერთი მისაღები და სამზარეულო და სამი საძინებელია.

როგორც ცნობილია, მონეს მზარეულობა უყვარდა, სახლი კი იმიტომ შეიძინა, რომ მის წინ ბაღში საყვარელი ბოსტნეულობის მოყვანა შეეძლო. იქ ლეგენდარულმა მხატვარმა 43 წელი იცხოვრა.

სახლი ფრანგული სოფლის სტილშია გადაწყვეტილი. ის ბოლოს 2016 წელს განაახლეს და ახლა იქ როგორც თანამედროვე, ისე ძველებური ავეჯია განთავსებული. განცხადებაზე მომხმარებლები მაღალ შეფასებებს ტოვებენ.

გაინტერესებს, სად უნდა იპოვო ყველზე იაფი ავიაბილეთები? Aviabiletebi.org სწორედ ამისთვის შექმნილი პლატფორმაა. მისი აპლიკაცია, რომელიც ხელმისაწვდომია როგორც ანდროიდის, ისე iOS სისტემისთვის საშუალებას გაძლევთ, ბილეთების გარდა, ერთ სივრცეში მოძებნოთ სასტუმროებიც, ჰოსტელებიც და Airbnb-ის ბინებიც.

Facebook კომენტარები