ფლორენცია სთრით ფუდის მოყვარულების სამოთხეა, ქალაქის ცენტრი სავსეა კიოსკებით და ფასთ ფუდის მანქანებით, სადაც ფლორენციული დელიკატესების შეძენაა შესაძლებელი. აქ შეგიძლიათ ისეთი კერძები გასინჯოთ, რომლებიც იტალიის სხვა მხარეში, შესაძლოა, ვერც კი ნახოთ. შესაბამისად, ამ სტატიაში ფლორენციის საუკეთესო ფასთ ფუდ ადგილების სიას შემოგთავაზებთ.
Nerbone - მერკატო ცენტრალეს ბაზრობაზე
ფლორენციაში ყველაზე კარგი ადგილი სთრით ფუდის გასასინჯად ნერბონეა. ეს ისტორიული ადგილი ცენტრალური ბაზრობის G სართულზეა, სან ლორენცოს სამეზობლოში. მეყვავილეების, ყასბების და ადგილობრივი პროდუქტის ობიექტების მახლობლად, ძალიან ბევრი კერძის გასინჯვაა შესაძლებელი. ნერბონეს მენიუს იაფი და მრავალფეროვანია. თუ რიგი დაგხვდათ ნუ დანებდებით, ნერბონე დამსახურებულად გახდა ცნობილი, რადგანაც ეს ადგილი არაჩვეულებრივ, ავთენტურ ფლორენციულ კულინარიულ გამოცდილებას შემოგთავაზებთ.
All’Antico Vinaio
უფიცის მუზეუმის მახლობლად, ქუჩაზე, რომელიც პიაცა დელა სიგნორიასა და სანტა კროჩეს ერთმანეთთან აკავშირებს All’Antico Vinaio დაგხვდებათ, ეს ის ადგილია, სადაც ძალიან გემრიელი პანინის გასინჯვა შეგიძლიათ. საკვები ობიექტი ფლორენციის ღვინის ისტორიულ მაღაზიებს შორის არის მოქცეული და კარგი კეძებისა და სოციალური მედიის წყალობით ერთ-ერთ საუკეთესო ადგილად იქცა, თუმცა თუ რიგში დგომა გეზარებათ, ეს ადგილი თქვენთვის არ არის.
Da’ Vinattieri
ბარგელოს ნაციონალური მუზეუმიდან რამდენიმე ნაბიჯში, ფლორენციიის გულში ტრიპპასას და ლამპრედოტოს გასასინჯად საუკეთესო ადგილს — Da’ Vinattier-ს ნახავთ . ადგილობრივები აქ ძალიან ხშირად დადიან, რაც ნიშნავს იმას, რომ კერძები კარგი და ტოსკანასთვის ტიპურია. ფლორენციელები ამბობენ, რომ აქ საუკეთესო სჩიაჩატა შეგიძლიათ მიირთვათ, რომელიც ტოსკანური სალიამით იქნება სავსე. აქვე შეგიძლიათ მიირთვათ ტოსკანური სუპები, მაგალითად: რიბოლიტა, ან პაპა ალ პომოდორო, ორივე საუკეთესოა.
Antico Trippaio
ანტიკო ტრიპაიო ავთენტური ტოსკანური ფასთ ფუდის ჯიხურია, რომელიც პონტე ვეჩიოსთან, სანტა კროჩესა და პიაცა დელა რეპუბლიკასთან ახლოს მდებარეობს. აქ შეგიძლიათ ტრიპა ან ლამპრედოტო მიირთვათ, თანაც ფლორენციისთვის დამახასიათებელ სტილში: ფეხზე მდგარმა, ან ქუჩაში მდგომ მაგიდასთან. მფლობელი ძალიან მეგობრული ადამიანია, სენდვიჩებს კი ყოველთვის კლასიკური მწვანე სოუსით მოგართმევთ. აქვე შეგიძლიათ თქვენი ლანჩი ფინჯანი ყავით დაასრულოთ.
Santa Rosa Bistro
თუ რამე უფრო ელეგანტურს ეძებთ, სანტა როსა ბისტრო თქვენთვისაა. აქ შეგიძლიათ არაჩვეულებრივი აპერიტივოთი, სჩიაჩატათი, პიცით ან პაპა ალ პომოდოროთი ისიამოვნოთ. ბისტრო ფლორენციის ერთ-ერთ ულამაზეს ადგილას მდებარეობს. მოხიბლული დარჩებით ღვინის მენიუთიც..
trippaio di San Frediano
ტრიპაიო ოლტრარნოს სამეზობლოში მდებარეობს, ეს ფლორენციის ერთ-ერთი გამორჩული უბანია. სთრით ფუდ ობიექტი არაჩვეულებრივ პროდუქტს გთავაზობთ, რომელსაც ყველა ფლორენციელი იცნობს და უყვარს. ტრიპას და ლამპრედოტოს გარდა აქ უამრავ სხვადასხვა სახის სენდვიჩს შეხვდებით. არის ჰოთ-დოგებიც, ჰამბურგერებიც, ასევე მიირთმევთ ძალიან კარგი პასტას. გახსოვდეთ, ფლორენციული დელიკატესები კარგ წითელ ღვინოსთან, ან ლუდთან ერთად უნდა გასინჯოთ. ფასები აქ ნამდვილად დაბალია, სენდვიჩები დაახლოებით 3-4 ევრო ღირს.
გაინტერესებს, სად უნდა იპოვო ყველზე იაფი ავიაბილეთები? Aviabiletebi.org სწორედ ამისთვის შექმნილი პლატფორმაა. მისი აპლიკაცია, რომელიც ხელმისაწვდომია როგორც ანდროიდის, ისე iOS სისტემისთვის საშუალებას გაძლევთ, ბილეთების გარდა, ერთ სივრცეში მოძებნოთ სასტუმროებიც, ჰოსტელებიც და Airbnb-ის ბინებიც.