იომეგიკი იაპონელი ხელოვანია, რომელიც ზღაპრულად ლამაზ სიურრეალისტურ ნამუშევრებს ქმნის და ჩვენც გვიზიარებს.

ხელოვანის ახალი ფოტოსერია 3D-შია გაკეთებული, რაც ფაფუკ ღრუბლებზე გადებულ ვარდისფერ კიბესა თუ ზღვის სანაპიროზე მდგარ ვეებერთელა, კომფორტულ ლოგინს კიდევ უფრო რეალურსა და ხელშესახებს ხდის.

მსოფლიოს სხვადასხვა კუთხეში მოგზაურობით მიღებული შთაბეჭდილებებითა და ინსპირაციით იომეგიკი ამ შთამბეჭდავ ნამუშევრებზე 6 თვის განმავლობაში მუშაობდა.

“შთაგონებული ვიყავი ულამაზესი ლანდშაფტებდით, მოგზაურობის ბოლოს კი ბარსელონაში აღმოვჩნდი, სადაც სალვადორ დალისა და ჯოან მიროს ნამუშევრების ნახვით, კიდევ უფრო მეტი შთაბეჭდილებით დავბრუნდი უკან”, — ამბობს ის.

იაპონელი ხელოვანის შემოქმედება, რომელმაც ჩვენი ყურადღებაც მიიქცია, აი, ასე გამოიყურება:

ფოტო: Yomagick

ფოტო: Yomagick

ფოტო: Yomagick

ფოტო: Yomagick

ფოტო: Yomagick

ფოტო: Yomagick

Facebook კომენტარები
kompensacia frenebze
kompensacia frenebze