გერმანია მსოფლიოში ვიზიტების რაოდენობით მე-7 ადგილზეა და ამას, რა თქმა უნდა, თავისი მიზეზები აქვს. იქნება ეს ბერლინის კედელი, კელნის ტაძარი თუ ოკტობერფესტი, გერმანია მდიდარი ისტორიისა და კულტურის მქონე ქვეყანაა და ის დამთვალიერებლებს მრავალ თავგადასავალს სთავაზობს.

წარმოგიდგენთ გერმანიის 5 ქალაქს, რომელთა მონახულებასაც არ ინანებ.

1. ჰაიდელბერგი

გერმანიის სამხრეთ-დასავლეთში ევროპის ერთ-ერთი ყველაზე ჯადოსნური ქალაქი მდებარეობს. განთქმული მწერლების, მხატვრების, ფილოსოფოსებისა და პოეტების შთაგონების წყარო, ჰაიდელბერგი, მე-18 საუკუნეში გერმანული რომანტიზმის მნიშვნელოვანი ცენტრი იყო. ჰაიდელბერგის ქვაფენილიან ქუჩებში სეირნობა იდეალური გზაა ქალაქის გასაცნობად.

2. ფრაიბურგი

მზიანი ფრაიბურგი გერმანიის ერთ-ერთი ყველაზე ძველი ქალაქია და მას უდიდესი კულტურული და ისტორიული მემკვიდრეობა აქვს. ქალაქი სავსეა კაფეებით, ლუდსახარშებითა და რესტორნებით, სადაც ტრადიციულ კერძებს გასინჯავთ და ადგილობრივ გასტრონომიულ კულტურას გაეცნობით. ქალაქის ცენტრში კი 116-მეტრიანი ულამაზესი გოთიკური ტაძარი დგას.

ფრაიბურგი იდეალური ადგილია ფესტივალების მოყვარულთათვის, ფესტივალების სეზონი ფრაიბურგში იანვარში იწყება და დეკემბერში, ულამაზესი საშობაო ბაზრობით სრულდება.

3. ჰამბურგი

ჰამბურგი გერმანიაში სიდიდით მეორე ყველაზე დიდი ქალაქი და ევროპაში ზომით მესამე ყველაზე დიდი პორტია. ჰამბურგის ისტორია, რომელმაც თავდაპირველი იერსახის მეტნაკლებად შენარჩუნება დღემდე მოახერხა, რომის იმპერიაში იწყება.

ჰამბურგი სწრაფად განვითარებადი საერთაშორისო ჰაბია. ქალაქში სათავეს მრავალი საზღვაოსნო და ავიაკოსმოსური კომპანია იდებს, ის აგრეთვე პოპულარულია საგამომცემლო და კომუნიკაციის სფეროში მოღვაწე კომპანიებისთვის.

ჰამბურგი განთქმულია მსოფლიოში მინიატურების ყველაზე დიდი მუზეუმით, თევზის ბაზრობით, ლამაზი არქიტექტურითა და უზარმაზარი პარკებით.

4. კელნი

ფოტო: DPA

არ აქვს მნიშვნელობა, თუ რამდენი ფოტო ან ვიდეო გაქვთ ნანახი, როდესაც კელნის საკათედრო ტაძარს პირველად ნახავთ, გაოცებას ვერ დამალავთ.

ტაძრის მშენებლობა 600 წლის განმავლობაში მიმდინარეობდა და ის ჩრდილოეთ ევროპაში ყველაზე დიდი გოთიკური ტაძარია, რომელიც მეორე მსოფლიო ომის დროს 14 სხვადასხვა დაბომბვას გადაურჩა.

გირჩევთ, რომ კელნის დაუსრულებელ ქუჩებში ისეირნოთ, დაათვალიეროთ კოხტა მოედნები, მე-19 საუკუნის ფერადი სახლები, სავსე ბარები და, რა თქმა უნდა, გასინჯოთ ადგილობრივი ლუდი.

5. ნიურნბერგი

ნიურნბერგი ბავარიის ერთ-ერთი ყველაზე ლამაზი ქალაქია და ის ტურისტებისთვის იდეალური დანიშნულების ადგილია. თუ გერმანული ხელოვნებისა და კულტურის სიღრმისეული გაცნობა გსურთ, შეგიძლიათ, გერმანიის ეროვნულ მუზეუმს ესტუმროთ. აქვეა ნიურნბერგის სასახლეც, რომელიც ევროპაში ერთ-ერთი ყველაზე კარგად შემონახულია. ქალაქის ქუჩებში შეხვდებით ხის ფერად სახლებს, ქვაფენილიან ვიწრო ქუჩებსა და შუასაუკუნეების დიდებულ არქიტექტურას.

გაინტერესებს, სად უნდა იპოვო ყველზე იაფი ავიაბილეთები? Aviabiletebi.org სწორედ ამისთვის შექმნილი პლატფორმაა. მისი აპლიკაცია, რომელიც ხელმისაწვდომია როგორც ანდროიდის, ისე iOS სისტემისთვის საშუალებას გაძლევთ, ბილეთების გარდა, ერთ სივრცეში მოძებნოთ სასტუმროებიც, ჰოსტელებიც და Airbnb-ის ბინებიც.

Facebook კომენტარები