ფინეთი სკანდინავიის ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული სახელმწიფოა, რომელსაც ყოველწლიურად უამრავი ტურისტი სტუმრობს.
და თუ თქვენც მათ შორის ხართ, ვისაც ამ ქვეყნის მონახულება სურდა, მაგრამ აქამდე ვერ მოახერხა, წელიწადის ეს პერიოდი საუკეთესოა ფინეთში გასამგზავრებლად.
ამ სტატიაში ნაკლებად ბანალურები ვიქნებით, ჰელსინკზე არ გავამახვილებთ ყურადღებას და 10 ზღაპრულ ადგილს ჩამოგითვლით, რომელიც აუცილებლად უნდა ნახოთ:
1. კაინუუ
კაინუუ ჩრდილოეთ ფინეთის ერთ-ერთი რეგიონია, რომლის ადმინისტრაციული დედაქალაქი კაიაანია. ეს ადგილი თავისი ულამაზესი ტყეებითა და ტბებით არის გამორჩეული.
2. ოულუ
იულუ ფინეთის სიდიდით მეხუთე ქალაქია. ულამაზესი ტურისტული ადგილების გარდა, ქალაქი ცნობილია, როგორც მაღალი ტექნოლოგიების კერა.
3. კუოპიო
კუიპიო ჩრდილოეთ ფინეთის კიდევ ერთი გამორჩეული ქალაქია, სადაც სულ 100 ათასამდე ადამიანი ცხოვრობს. ქალაქი 1775 წელს დაარსდა.
4. ტურკუ
ტურკუ გამორჩეულია თავისი ულამაზესი ხედებით. აღსანიშნავია ისიც, რომ ჰელსინკამდე სწორედ ეს ქალაქი იყო ფინეთის დედაქალაქი.
5. კუუსამო
ქვეყნის მასშტაბით კუუსამო ზამთრის სპორტის მთავარი ცენტრია, სადაც ყოველწლიურად მნიშვნელოვან სპორტულ ღონისძიებებს მასპინძლობენ ხოლმე.
6. სავონლინნა
ქალაქი სავონლინნა 1639 წელს დაარსდა. იქ ერიკ აქსელსონმა ციხე დააარსა, რომელსაც ფინელები რუსეთთან საზღვრის გასაკონტროლებლად იყენებდნენ.
7. ალანდის კუნძული
იგივე პრინცესას კუნძულები ბალტიის ზღვასა და ბოტნიის ყურეს შორის მდებარეობს.
8. პორვო
პორვო ფინეთის ერთ-ერთი ყველაზე ძველი ქალაქია, რომელიც დედაქალაქიდან სულ რაღაც, 50 კილომეტრითაა დაშორებული და შესაბამისად მისი მონახულება დიდ პრობლემას არ წარმოადგენს.
9. ჯოენსუ
ჯოენსუ ფინეთის აღმოსავლეთით მდებარეობს და ის ქვეყნის ერთ-ერთი ყველაზე აქტიური ქალაქია, რადგან ძირითადად ახალგაზრდებითაა დასახლებული — ქალაქის უნივერსიტეტებში ყოველწლიურად ათასობით სტუდენტი აბარებს მსოფლიოს სხვადასხვა კუთხიდან.
10. ინარი, ლაპლანდია
მიუხედავად იმისა, რომ ინარი ფინეთის ყველაზე დიდი მუნიციპალიტეტია, იქ ძალიან ცოტა ადამიანი ცხოვრობს. ადგილობრივების შემოსავლის მთავარი წყარო კი სწორედ ტურიზმია, რადგან უცხოელ ტურისტებს ძალიან მოსწონთ გამოცდილება, რომელსაც ამ განსაკუთრებულად ცივ, თოვლში გახვეულ ადგილას იღებენ.
გაინტერესებს, სად უნდა იპოვო ყველზე იაფი ავიაბილეთები? Aviabiletebi.org სწორედ ამისთვის შექმნილი პლატფორმაა. მისი აპლიკაცია, რომელიც ხელმისაწვდომია, როგორც ანდროიდის, ისე iOS სისტემისთვის საშუალებას გაძლევთ, ბილეთების გარდა, ერთ სივრცეში მოძებნოთ სასტუმროებიც, ჰოსტელებიც და Airbnb-ის ბინებიც.