თუკი დეკემბერში ოფისს ან სახლს თავი ვერ დააღწიეთ და საახალწლო განწყობის შესაქმნელად ისღა დაგრჩენიათ, სადღესასწაულოდ მორთული ქალაქების ფოტოები ათვალიეროთ, მაშინ ეს სტატია თქვენთვისაა.

გადავწყიტეთ შემოგთავაზოთ 15 ყველაზე ჯადოსნური ადგილი, რომელიც კიდევ უფრო შეგაყვარებთ ახალ წელს და აუცილებლად სანახავი ქვეყნების სიაში საპატიო ადგილს დაიკავებს.

და აი, ისინიც:

1. როვანემი, ფინეთი

ფინეთის ეს ერთი შეხედვით პატარა სოფელი ყველაზე საახალწლო ადგილია მთელ მსოფლიოში. როვანემი წლის ნებისმიერ დროს მიმზიდველია, მაგრამ დეკემბერში ქალაქი ნამდვილ საახალწლო საოცრებად იქცევა. არ დაგავიწყდეთ, რომ ის სანტა კლაუსის სამშობლოა. გაასეირნეთ თქვენი ოთხფეხა მეგობარი, დრო გაატარეთ ჩრდილოეთის ირემთან, ისრიალეთ ან დალიეთ ცხელი შოკოლადი ბუხართან მთელი დღის განმავლობაში. თუ იღბლიანი ხართ და ამინდმაც გაგიმართლათ, შესაძლოა, ჩრდილოეთის ნათებაც იხილოთ.

2. ბრიუგე, ბელგია

საახალწლო ბაზრობა ევროპის ბევრ ქალაქში იმართება, მაგრამ ბრიუგე ამ მხრივ ყველაზე შთამბეჭდავია. მთავარი მოედანი თავს იწონებს ლამაზი, ფერადი სახლებით, რომლებიც განათებებითა და დეკორაციებითაა მორთული. ყველაფერი ერთად კი ზღაპრულ სოფელს ჰგავს და საუკეთესო ადგილია გლინტვეინით ხელში სასეირნოდ. ქალაქის დასათვალიერებლად ერთი დღეც საკმარისია. ასე რომ, როცა საქმე ბრიუგეს ეხება, დროის უქონლობა ნუ შეგაშინებთ.

3. მონრეალი, კანადა

თუ ვერაფრით გადაწყვიტეთ, ევროპული ახალი წელი სჯობს თუ ამერიკული, მაშინ მონრეალი საუკეთესო არჩევანი იქნება. აქ დეკემბრის ბოლოს უზარმაზარ საახალწლო ფრანგულ ფესტივალს მართავენ, სანტა კლაუსის მარშით, ფეიერვერკებითა და ბაზრობებით. რაც მთავარია, აქ დაგხვდებათ უამრავი ფრანგული სადღესასწაულო კერძი, რომელიც თქვენს მოგზაურობას კიდევ უფრო სასიამოვნოსა და გემრიელს გახდის.

4. გრინდელვოლდი, შვეიცარია

შვეიცარიის ალპებში ჩამალული პატარა სოფელი გრინდელვოლდი არაჩვეულებრივი ადგილია იმისთვის, რომ ცივილიზაციას დაემალოთ. ეს დასახლება ყველა მხრიდან მთებითაა გარშემორტყმული და ხშირად თოვლითაა დაფარული, რის გამოც განათებებთან ერთად ზღაპრულ ადგილს ემსგავსება. როგორც წესი, გრინდელვოლდში მოთხილამურეები ისვენებენ, თუმცა თუ სრიალი არ იცით, არა უშავს, თქვენც მიგიღებენ.

5. ვენა, ავსტრია

გრინჩებს შორის ყველაზე გრინჩსაც კი შეექმნება ახალი წლის განწწყობა, თუკი დეკემბერში ვენაში მოხვდება. ეს ქალაქი მაშინაც დაგამახსოვრებთ თავს, თუკი აქამდე ბევრი გიმოგზაურიათ და ფიქრობთ, რომ ახალი აღარაფერი დაგრჩათ აღმოსაჩენი.

6. ჩრდილოეთ პოლუსი, ალასკა

ალასკის ჩრდილოეთში საახალწლო განწყობა მთელი წლის განმავლობაში გრძელდება. აქაურობა სადღესასწაულო თემებით, ზამთრის უზარმაზარი ფესტივალითა და სანტას სახლით გამოირჩევა. დეკემბერში ეს განწყობა კულმინაციას აღწევს და ქალაქი ვიზიტორებს ნამდვილ დღესასწაულს ჰპირდება.

7. ნიუ-იორკი, ამერიკის შეერთებული შტატები

ნიუ-იორკი ახალ წელს მსოფლიოში ყველაზე ჯადოსნური ადგილია. ამის დასტურად რამდენიმე ფილმის გახსენებაც საკმარისი იქნება. აქ შეხვდებით გიგანტურ როკფელერის ცენტრის ხეს და თვალისმომჭრელ განათებებს შენობებზე, გაერთობით სასრიალოზე ცენტრალურ პარკში და შეძლებთ დაესწროთ Rockettess-ის დაუვიწყარ შესრულებას მანჰეტენზე, რადიო ქალაქის მუსიკალურ დარბაზში. აუცილებლად უნდა ეწვიოთ, Dyker Height-ს ბრუკლინში, სადაც აშშ-ში (და შეიძლება მთელ მსოფლიოში) ყველაზე ექსტრავაგანტულად მორთულ სახლებს შეხვდებით.

8. მედელინი, კოლუმბია

ყოველ დეკემბერს მედელინი სინათლის ფესტივალს მასპინძლობს. ამ პერიოდში, მთელი ქალაქი მორთულია ფერადი განათებებით. საახალწლო თემატიკის ახალ-ახალი ღონისძიებები კი იქაურობას სიცოცხლესა და მრავალფეროვნებას მატებს. მედელინი ყველაზე კარგი ადგილია მათთვის, ვისაც ახალი წლის გატარება თბილ ადგილას სურს.

9. კიოლნი, გერმანია

თუ საახალწლო ბაზრობები თქვენი მთავარი ინტერესია მოგზაურობისას, მაშინ ადგილის ასარჩევად ბევრი დრო არ დაგჭირდებათ. კიოლნში თქვენ შეხვდებით შვიდ განსხვავებულ ბაზარს, სხვადასხვა თემით. ზოგი ძველი ტრადიციული ბაზარია, რომელიც 1700-იანი წლებით თარიღდება, ზოგი კი, ნავსადგურის მახლობლად, საზღვაო თემატიკაზეა მოწყობილი. ამ ქალაქში შეიქმნა გლინტვეინიც, რომელიც კარგ პარტნიორობას გაგიწევთ ქუჩებში ხეტიალისას.

10. ვერმონტი, შეერთებული შტატები

დეკემბრის ყოველ შაბათ-კვირას ვუდსტოკში ნამდვილი დღესასწაული დგება. ფესტივალი, სადაც კოსტიუმებისა და ძველი მუსიკის თანხლებით, საცხენოსნო აღლუმი იმართება, ძველი ნორვეგიული ტრადიციებიდან მომდინარეობს. სტუმრებს შეუძლიათ სხვადასხვა აქტივობაში ჩაერთონ ან უბრალოდ ისეირნონ ქალაქში, რომელიც სადღესასწაულო მხიარულებითაა გაჟღენთილი.

11. ტალინი, ესტონეთი

ტალინის ისტორიული ძველი ქალაქი წელიწადის ნებისმიერ დროს ზღაპრულად გამოიყურება. ის იუნესკოს დაცული ტერიტორიების სიაში შედის და თავს იწონებს ულამაზესი კობილის ქუჩებით, ძველებური ნათურებითა და თოვლით დაფარული მაღალი, წვეტიანი სახურავებით. დეკემბერში მთავარ მოედანზე დაგხვდებათ გიგანტური ხე, რომელიც საახალწლო განათებებითაა მორთული. ლეგენდის მიხედვით, სწორედ აქ აღიმართა პირველი ნაძვის ხე 1400-იან წლებში.

12. ლონდონი, ინგლისი

ლონდონი ნამდვილად ის ადგილია, სადაც საახალწლო შვებულება ერთხელ მაინც უნდა გაატაროთ. აქ თქვენ დაგხვდებათ ზამთრის საოცრებათა სივრცე, რომელიც მოიცავს ყველაფერს, რასაც საახალწლოდ მოისურვებთ. ლონდონში შეძლებთ ისრიალოთ ყინულზე, ესტუმროთ ბუნების ისტორიის მუზეუმს, ან უბრალოდ გაისეირნოთ ქალაქის ქუჩებში და დატკბეთ სანახაობით. აუცილებლად სანახავი ადგილების სიაში მოინიშნეთ ჰემლისიც, ისტორიული სათამაშოების მაღაზია, სადაც ყოველწლიურად უფრო და უფრო მეტი საახალწლო სათამაშო იქმნება.

13. სოლვანგი, კალიფორნია, შეერთებული შტატები

სოლვანგი ძველი დანიური დასახლებაა აშშ-ში და თავი დაიმკვიდრა თავისი უნიკალური არქიტექტურითა და ღვინისადმი სიყვარულით. აქ შეიძლება საახალწლოდ თოვლი არ დაგხვდეთ, მაგრამ ქალაქი საახალწლო ფესტივალით მაინც გაგიწევთ მასპინძლობას.

14. ვალენბურგი, ნიდერლანდები

თუ თქვენ ახალი წლის გატარება თავგადასავლებთან ერთად გსურთ, ნიდერლანდების სამხრეთ რეგიონში საშობაო ბაზრებს უნდა ეწვიოთ. ბაზრები განსაკუთრებულია მარტივი მიზეზის გამო: ისინი მიწისქვეშაა. უძველეს გიგანტურ გამოქვაბულში, ფართო, გრძელი დერეფნები სავსეა სადგომებით, შუქებით და დეკორაციებით. ვალენბურგი შეგიქმნით ყველა პირობას, რათა თქვენი დასვენება, ზამთრის ნებისმიერ დღეს, თბილად გაატაროთ.

15. პრაღა, ჩეხეთი

ეწვიეთ და ისიამოვნეთ. დანარჩენზე კი პრაღა იზრუნებს.
აქ თქვენ ნახავთ პრაღის ციხეს, ლენონის კედელს, ჩარლზის ხიდს, ასტრონომიულ საათსა და ძველი ქალაქის მოედანს, სადაც დაგხვდებათ საშობაო და საახალწლო სცენის გამოფენები. შეიტყობთ, თუ როგორ აღნიშნავენ ჩეხები შობასა და ახალ წელს. ჯადოსნურად მორთულ ქუჩებში სეირნობისას კი აუცილებლად იგრძნობთ ქალაქის დღემდე შემორჩენილ შუა საუკუნეების ხიბლს. პრაღაში დროის გატარებას მყუდრო გარემოში შეძლებთ, სადაც რამდენიმე დღით აუცილებლად გახდებით ზღაპრული ქალაქის ნაწილი.

დაიღალეთ იმის გამოცნობით, თუ როდისაა ბილეთები ყველაზე იაფი? იაფი ავიაბილეთების მარტივად აღმოსაჩენად შეგიძლიათ ავიაბილეთების კალენდარი გამოიყენოთ. კალენდარი ყველა ხელმისაწვდომ ვარიანტს გიჩვენებთ შერჩეული პერიოდისთვის და რაც უფრო მეტ თვეს აირჩევთ, მით უფრო მეტი შანსია, ბილეთებს შესაშურად იაფად გამოჰკრათ ხელი.

Facebook კომენტარები