საქართველოსა და ინდოეთს შორის პირდაპირი ავიამიმოსვლის დაწყება გაურკვეველი ვადით გადაიდო. ინდურ დაბალბიუჯეტიან ავიაკომპანია IndiGo-ს რეგულარული ავიარეისები 2020 წლის 5 მარტიდან უნდა დაეწყო.

სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს ინფორმაციით, ფრენების გადადების მიზეზი კომპანიაში დაწყებული შიდა ორგანიზაციული საკითხებია. მათი განმარტებით, IndiGo-მ საერთაშორისო მიმართულებით ოპერირების განრიგის გადახედვა დაიწყო.

თავდაპირველად გავრცელებული ინფორმაციით, ფრენები ყოველდღიურად, კვირაში შვიდჯერ უნდა შესრულებულიყო Airbus A320 და A321 ტიპის საჰაერო ხომალდებით.

IndiGo-ს რეგულარული საჰაერო მიმოსვლის განხორციელების ნებართვა 2019 წლის 30 ოქტომბერს მიენიჭა. ინდოეთსა და საქართველოს შორის რეგულარული მიმოსვლა აქამდე არ ყოფილა.

Facebook კომენტარები

kompensacia frenebze
kompensacia frenebze