თურქეთი ქაბულის აეროპორტის ფუნქციონირების საკითხზე კატარსა და აშშ-თან ერთად მუშაობს და ასევე მოლაპარაკებებს აწარმოებს “თალიბანთან”, – მედიის ინფორმაციით, ამის შესახებ თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა მევლუთ ჩავუშოღლუმ განაცხადა.

მისი თქმით, ქაბულში 19 თურქი ტექნიკოსი იმყოფება და კატარელებთან მოლაპარაკებებს აწარმოებენ.

ჩავუშოღლუმ ხაზი გაუსვა, რომ „თალიბანს“ შეუძლია უზრუნველყოს უსაფრთხოების უზრუნველყოფა აეროპორტის გარეთ, მაგრამ მათ სჭირდებათ უსაფრთხოების უფრო საიმედო მექანიზმი აეროპორტის ტერიტორიაზეც.

თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრის განმარტებით, მისიაში მონაწილება შესაძლოა უსაფრთხოების კერძო კომპანიამაც მიიღოს იმ შემთხვევაში, თუკი „თალიბანი“ დაჟინებით მოითხოვს, რომ ავღანეთში უცხო ქვეყნების ძალები არ იმყოფებოდნენ.

შეგახსენებთ, „თალიბანმა“ თურქეთს ქაბულის აეროპორტის მართვაში დახმარება სთხოვა. ანკარა კი აცხადებს, რომ აეროპორტის მისიაში მონაწილეობას არ მიიღებს, თუკი უსაფრთხოების უზრუნველყოფაში მისი ქვედანაყოფები არ იქნებიან ჩართული.

წყარო: ipn.ge

წყარო: https://avianews.ge/thurqethi-qabulis-aeroportis-phunqtsionirebis-sakithkhze-katarsa-da-ashsh-sthan-erthad-mushaobs/

Facebook კომენტარები