ერთთვიანი პაუზის შემდეგ ისრაელური ავიაკომპანია Arkia Israel Airlines-ი ბათუმის საერთაშორისო აეროპორტში ფრენებს განაახლებს.

თბილისისა და ბათუმის საერთაშორისო აეროპორტებს ოპერატორი კომპანია TAV Georgia-ს ინფორმაციით, თელ ავივი-ბათუმი-თელ ავივის მიმართულებით რეგულარული რეისები 5, 9 ,12, 15, 19, 21, 23, 26, 28 სექტემბერს Airbus 320 ტიპის საჰაერო ხომალდებით შესრულდება.

3 ოქტომბრიდან, ავიაკომპანია Arkia რეგულარულ ფრენებს ოქტომბრის ბოლომდე, კვირაში ორი სიხშირით – ყოველ კვირასა და ხუთშაბათს შეასრულებს.

წყარო: https://avianews.ge/arkia-thel-avividan-bathumis-mimarthulebith-phrenebs-anakhlebs/

Facebook კომენტარები

kompensacia frenebze
kompensacia frenebze