სექტემბრიდან ისრაელის ავიაკომპანიები თბილისისა და ბათუმის საერთაშორისო აეროპორტებში ფრენებს განაახლებენ.

თბილისისა და ბათუმის საერთაშორისო აეროპორტების ოპერატორი კომპანია TAV Georgia-ს ინფორმაციით, ერთთვიანი პაუზის შემდეგ ავიაკომპანია Isr Air თელ ავივი-თბილისის მიმართულებით სექტემბერში ოთხ, ხოლო ბათუმის მიმართულებით შვიდ რეგულარულ ფრენებს შეასრულებს.

ასევე, ავიაკომპანია Arkia ბათუმის საერთაშორისო აეროპორტში ფრენებს სექტემბრიდან განაახლებს. თელ ავივი – ბათუმის მიმართულებით ავიაკომპანია რეგულარულ ფრენებს ოქტომბრის ბოლომდე განახორციელებს.

ისრაელის ავიაკომპანიებმა ფრენები თბილისსა და ბათუმის საერთაშორისო აეროპორტებში ივლისის ბოლოს, ისრაელის მთავრობის მიერ საქართველოს „წითელი” ქვეყნების სიაში შეყვანის საფუძველზე შეაჩერეს. აღნიშნული გადაწყვეტილება ქვეყანამ 24 აგვისტოს შეცვალა და საქართველო წითელი ქვეყნების ჯგუფიდან „ნარინჯისფერ” ქვეყნებში გადაიყვანა.

წყარო: https://avianews.ge/israelis-aviakompaniebi-thbilisisa-da-bathumis-saerthashoriso-aeroportebshi-phrenebs-ganaakhleben/

Facebook კომენტარები

kompensacia frenebze
kompensacia frenebze