უკრაინული დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანია SkyUp Airlines-მა საკუთარი სატარიფო გეგმაში გარკვეული კორექტირება შეიტანა. უფრო კონკრეტულად კი ავიაკომპანიამ სატარიფო გეგმა Standard-ს ადგილის არჩევის უფლება შეუზღუდა.
ადრე Standard ბილეთის მფლობელს შესაძლებლობა ქონდა 5 რიგის შემდეგ ადგილი უფასოდ დაეჯავშნა. გამონაკლისს მხოლოდ საავარიო გასასვლელში განთავსებული ადგილები წარმოადგენდა.
განახლებული სქემით კი SkyUp Airlines-ის მგზავრს, რომელიც Standard სატარიფო სქმით სარგებლობს შესაძლებლობა აქვს ადგილი დაჯავშნოს, უბრალოდ ამისთვის 6-დან 21 დოლარამდე საფასურის გადახდა მოუწევს.
უფასოდ ადგილის არჩევის შესაძლებლობა მხოლოდ სატარიფო სქემა Flex-ის მფლობელებს დარჩათ.
SkyUp Airlines-მა Standard სატარიფო სექმით სარგებლობისას უფასოდ ადგილის შერჩევის შესაძლებლობა მხოლოდ ონლაინ რეგისტრაციის დრო მისცა, ისიც 6 რიგის შემდეგ.
შეგახსენებთ, რომ ავიაკომპანიის რეისებზე ონლაინ რეგისტრაცია რეისამდე 15 დღით ადრე იხსნება.
წყარო: https://avianews.ge/skyup-airlines-ma-zogierth-mgzavrs-tsinastsar-uphasod-adgilis-archevis-uphleba-chamoarthva/