ამერიკული კორპორაცია Delta Air Lines-ი Covid-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინით აუცრელ თანამშრომლებს ყოველთვიურად $200 ოდენობის გადასახადს დაუწესებს.
ამ ქმედებით, Delta Air Lines-ი გახდება პირველი ამერიკული კომპანია, რომელიც თანამშრომლების დასაცავად ჯარიმას აწესებს.
კომპანიის აღმასრულებელმა დირექტორმა, ედ ბასტიანმა, განაცხადა, რომ თანამშრომლების 75% უკვე აცრილია, თუმცა, კორონავირუსის “ძალიან აგრესიული” შტამით ინფიცირების შემთხვევების მატების ფონზე ყველა თანამშრომლის ვაქცინაცია მნიშვნელოვანია.
გადასახადის გადახდა შეეხება ავიაკომპანიის ყველა იმ თანამშრომელს, რომელიც 1 ნოემბრამდე არ აიცრება. ამასთან, ის თანამშრომლები, რომლებიც 12 სექტემბრამდე სრულად ვაქცინირებულები არ იქნებიან, ყოველკვირეულ ტესტირებას ჩაიტარებენ და ატარებენ პირბადეებს.
ბევრი ამერიკული კომპანიისგან განსხვავებით, Delta-ს თანამშრომლებისთვის ვაქცინაცია სავალდებულო არ არის.
კომპანიის აღმასრულებელი დირექტორის თქმით, არავაქცინირებული თანამშრომლების გადასახადი მიემართება მათი გადაწყვეტილებით დამდგარი ფინანსური რისკის აღმოფხვრას.
მისი თქმით, კოვიდინფიცირებულების საავადმყოფოში მკურნალობა კომპანიას საშუალოდ $40 000 უჯდება.
წყარო: businessformula.ge
წყარო: https://avianews.ge/delta-autsrel-thanamshromlebs-gadasakhads-dautsesebs/