ისრაელური ავიაკომპანია Israir Airlines-ი სექტემბერში ბათუმის მიმართულებით 7 რეისს განახორციელებს. როგორც AviaNews-ს თბილისისა და ბათუმის საერთაშორისო აეროპორტების ოპერატორ კომპანია TAV Georgia-ში განუცხადეს, Israir Airlines-ი თელ ავივი-ბათუმი-თელ ავივის საჰაერო ხაზზე ფრენებს 12,14,19,20,23,26 და 29 სექტემბერს, Airbus 320 ტიპის საჰაერო ხომალდებით, შეასრულებს.

შეგახსენებთ, რომ ისრაელის მთავრობამ საქართველო „წითელი” ქვეყნების ჯგუფიდან „ნარინჯისფერ” ქვეყნებში გადაიყვანა. როგორც საქართველოში ისრაელის საელჩო საელჩოში განმარტავენ, ისრაელელ ტურისტებს კვლავ შეუძლიათ საქართველოში სტუმრობა, ხოლო დაბრუნებისას ისინი დაექვემდებარებიან თვითიზოლაციას (ან კარანტინს).

„მოხარული ვართ გაცნობოთ, რომ გუშინ ისრაელის მთავრობამ საქართველო „წითელი” ქვეყნების ჯგუფიდან „ნარინჯისფერ” ქვეყნებში გადაიყვანა. რაც იმას ნიშნავს, რომ ისრაელელ ტურისტებს კვლავ შეუძლიათ ამ ულამაზეს ქვეყანაში სტუმრობა, ხოლო დაბრუნებისას ისინი დაექვემდებარებიან თვითიზოლაციას (ან კარანტინს). აღნიშნული გადაწყვეტილება, საქართველოს ახალ კატეგორიაში გადაყვანის თაობაზე, ძალაში შედის 1 სექტემბრიდან“, – ნათქვამია საელჩოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

წყარო: https://avianews.ge/israir-airlines-i-seqtembershi-saqarthvelos-mimarthulebith-7-reiss-ganakhortsielebs/

Facebook კომენტარები