ქაბულის საერთაშორისო აეროპორტიდან საევაკუაციო რეისები განახლდა. საუბარია დიპლომატებისა და სამოქალაქო პირების ევაკუაციაზე, რომლებიც აეროპორტის დაკეტვის გამო ავღანეთის დატოვებას ვერ ახერხებდნენ. 

იმისათვის, რომ ფრენები უსაფრთხოდ განხორციელდეს, აეროპორტის ასაფრენ-დასაფრენი ბილიკი გაწმენდილია.

შეგახსენებთ, გუშინ ქაბულის აეროპორტს ქვეყნის დატოვების მსურველი ათასობით მოქალაქე მიაწყდა. შექმნილი ქაოსის შედეგად მინიმუმ 7 ადამიანი დაიღუპა, მათ შორის რამდენიმე, რომელიც თვითმფრინავს გარედან იყო ჩაჭიდებული, აფრენილი თვითმფრინავიდან გადმოვარდა.

წყარო: https://avianews.ge/qabulis-saerthashoriso-aeroportidan-saevakuatsio-reisebi-ganakhlda/

Facebook კომენტარები