უკრაინაში ქართული ავიაკომპანია Myway Airlines-ის გენერალური გაყიდვების აგენტი (GSA) კომპანია APG Network-ი იქნება, რომელიც თავის მხრივ სამგზავრო და სატვირთო ავიაკომპანიების წარმომადგენლობების ქსელს წარმოადგენს. 

ორი კომპანიის პარტნიორობის შესახებ ინფორმაცია APG Network-მა გაავრცელა, სადაც აღნიშნულია, რომ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ბაზირებული ავიაკომპანია საქართველოდან ფრენების განხორციელებას გეგმავს ევროპის, ახლო აღმოსავლეთის, აზიის და დსთ-ს ქვეყნების მიმართულებით.

დღეისათვის Myway Airlines-ი სამგზავრო გადაყვანებს ეწევა და მალე საჰაერო სატვირთო გადაზიდვების ბაზარზეც გეგმავს გააქტიურებას.

წყარო: https://avianews.ge/ukrainashi-myway-airlines-is-generaluri-gaqhidvebis-agenti-apg-network-i-iqneba/

Facebook კომენტარები