უნგრული დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანია Wizz Air-ი COVID-პანდეემიის შედეგად გამოწვეული საავიაციო კრიზისის დაძლევის ფონზე 2030 წლამდე დამატებით 4.6 ათასი პილოტის აყვანას აპირებს.
ამ დროისათვის 150-ზე მეტმა ადამიანმა Wizz Air-ში საჰაერო ხომალდის მეთაურების სასწავლო კურსი უკვე დაასრულა.
ავიაკომპანიაში მიაჩნიათ, რომ აღნიშნული ღონისძიება საშუალებას მისცემთ, რომ ზაფხულის განმავლობაში სრულად აღადგინონ კრიზისამდე არსებული ტრაფიკი. მიმდინარე წლის ბოლომდე Wizz Air გეგმავს კიდევ 300 ახალი პილოტის დაქირავებას.
გარდა ამისა, ავიაკომპანიამ ხაზი გაუსვა, რომ უახლოეს მომავალში აპირებს, რომ Wizz Air-ის პარკის მოცულობა სამჯერ გაზარდოს. ავიაკომპანია 10 წლის განმავლობაში 500 ერთეული Airbus-ის დამატებას აპირებს, რაც პილოტებისათვის დამატებით სამუშაო ადგილს შექმნის. იმავდროულად Wizz Air-ი ბორტგამცილებლების დაქირავებას აქტიურად აგრძელებს.
წყარო: https://avianews.ge/wizz-air-i-2030-tslamde-damatebith-4-6-athasi-pilotis-aqhvanas-apirebs/