ევროპული ქვეყნებიდან ბათუმის მიმართულებით ფრენების რაოდენობა იზრდება. მრავალჯერადი ჩარტერული ფრენები ბათუმის საერთაშორისო აეროპორტს ამჯერად, ტალინიდან დაემატა. ესტონეთის დედაქალაქიდან ავიაკომპანია Smartlynx-ის პირველ ჩარტერულ რეისს ბათუმის საერთაშორისო აეროპორტში 150-ზე მეტი ტურისტი ჩამოყვა. ავიაკომპანია ტალინსა და ბათუმს შორის მრავალჯერადი ჩარტერული ფრენების შესრულებას 5 აგვისტოდან 23 სექტემბრის ჩათვლით, კვირაში 1 სიხშირით (ხუთშაბათი) Airbus A320 ტიპის საჰაერო ხომალდით გეგმავს.

ბალტიისპირეთიდან ბათუმის მიმართულებით მრავალჯერადი ჩარტერული რეისების შესრულება პირველად 2019 წელს დაიწყო. მას ორგანიზებას ტურისტული კომპანია “აჭარა ტური” უწევს. 2021 წლის ივლისში, ბათუმში 480 საერთაშორისო ფრენა განხორციელდა, რაც გასული წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით 60 – ჯერ, ხოლო 2019 წლის მონაცემთან შედარებით 36.36 %-ითაა გაზრდილი. მგზავრთა ნაკადი გაზრდილია 20.15 % -ით.

წყარო: https://avianews.ge/smartlynx-ma-talinsa-da-bathums-shoris-mravaljeradi-charteruli-phrenebis-shesruleba-daitsqho/

Facebook კომენტარები