ბრაზილიაში თურქეთში რეგისტრირებული თვითმფრინავი დააკავეს, რომლის ბორტზეც 1 ტონაზე მეტი კოკაინი იყო. უცხოური მედიის ინფორმაციით, ბრაზილიის ფედერალურმა პოლიციამ ფორტალეზას აეროპორტში 1.3 ტონა კოკაინი ამოიღო, რომელიც ესპანეთის მოქალაქემ 24 ჩემოდანში ჩაატია და Gulfstream-ით მის ბელგიაში ტრანსპორტირებას ცდილობდა.
“ფედერალურმა პოლიციამ დღეს დილით (4 აგვისტო) დილით ბიზნეს თვითმფრინავიდან 1304 კგ კოკაინი ამოიღო, ხოლო თვითმფრინავის ესპანელი მგზავრი და ეკიპაჟის ოთხი თურქი წევრი პოლიციაში დაკითხვაზეა გადაყვანილი“, – ნათქვამია ბრაზილიის პოლიციის განცხადებაში.
თურქული პრესის ინფორმაციით, Gulfstream 4 სარეგისტრაციო ნომრით TC-GVA, ადრე სახელმწიფო ავიაკომპანიის საკუთრება იყო, ხოლო შემდეგ თურქული ეროვნული ავიაგადამზიდავის Turkish Airlines-ის მფლობელობაში გადავიდა მაღალი დონის თავდაცვის ინდუსტრიის გადასაყვანად და ახლა კი მისი მფლობელია კერძო კომპანია ACM Havacılık-ია.
ოპოზიციურად განწყობილმა სააგენტოებმა აღნიშნული ავიაკომპანია უკვე დააკავშირეს პრეზიდენტ რეჯეფ თაიფ ერდოღანთან დაახლოებულ ბიზნესმენ ეთემ სანძაკთან და მმართველი პარტიის დეპუტატიდან ჩიგდემ ოზქანთან, რომელიც არის კომპანიის მენეჯერია.
თავის მხრივ ACM Havacılık–ის წარმომადგენლებმა უკვე უარყვეს კავშირი აღნიშნულ ბიზნესმენთან და აღნიშნეს, რომ თვითმფრინავი კერძო გადაზიდვებისათვის ოფიციალურად გაქირავებულია ესპანეთის მოქალაქეზე, რომელმაც ბრაზილიიდან ბელგიაში ტვირთი უნდა გადაიყვანოს.
წყარო: https://avianews.ge/braziliashi-thurqethshi-registrirebuli-thvithmphrinavi-daakaves-romelats-tonaze-meti-kokaini-unda-gadaetana/