დიდი ბრიტანეთის კლიმატის ცვლილების კომიტეტმა განაცხადა, რომ ავიაკომპანიებმა 2050 წლისთვის კლიმატის მიზნების მისაღწევად უფრო ეფექტური მეთოდებით დიდი ძალისხმევა უნდა გასწიონ.
როგორც The Guardian-ი წერს, ჰაერის დაბინძურების გასანეიტრალებლად მათ ძვირადღირებული ტექნოლოგიების გამოყენება მოუწევთ.
კომიტეტის თავმჯდომარე კრის სტარკი საავიაციო ინდუსტრიას მოუწოდებს, ინვესტირება მოახდინონ წიაღისეული საწვავის ალტერნატივებსა და ნახშირბადის მოპოვებაში – რაც ძვირი, მაგრამ ფრენების დეკარბონიზაციის ყველაზე ეფექტური გზაა.
იმავდროულად, სტარკი მიიჩნევს, რომ ინდუსტრიამ დამოუკიდებლად უნდა დააფინანსოს ძვირადღირებული ტექნოლოგიები, ხოლო მისი კომერციული დაინტერესება ნულოვან გამონაბოლქვებში მომავალში გაიზრდება.
ბრიტანეთის მთავრობის გეგმა Jet Zero, მიზნად ისახავს ახალ საწვავებსა და ტექნოლოგიებზე გადასვლით, 2025 წლისთვის თვითმფრინავების ემისიების შემცირებას.
ამასთან, კლიმატის ცვლილების კომიტეტი მიიჩნევს, რომ სექტორი 2050 წლისთვის გამონაბოლქვების განულებას ვერ მიღწევას – რეალურად ხსნა გამონაბოლქვის გაფილტვრაშია.
წყარო: https://avianews.ge/aviakompaniebs-garemos-dabindzurebisthvis-dzviris-gadakhda-moutsevth/