თბილისსა და მინსკის შორის Belavia-ს გარდა ქართული ავიაკომპანია Georgian Airways-ის განახორციელებს. ავიაკომპანია თბილისი-მინსკი-თბილისის საჰაერო ხაზზე ოპერირებას 5 აგვისტოდან შეუდგება.

აღსანიშნავია, რომ Georgian Airways-ი ბელარუსის მიმართულებით ფრენებს გასულ წლებშიც ასრულებდა. უფრო კონკრეტულად ქართული ავიაკომპანია საქართველოსა და ბელარუსის დედაქალაქებს შორის 2006 წლის 19 დეკემბრიდან 2009 წლის ნოემბრამდე ასრულებდა ფრენებს. Georgian Airways-ის საიტზე თბილისი-მინსკი-თბილისის ბილეთები ამ დროისათვის არ იძებნება, თუმცა მათი რეალიზაცია ავიაბილეთების გლობალური გაყიდვების სისტემებში უკვე დაწყებულია. 

აღსანიშნავია, რომ Belavia მინსკიდან ფრენებს უკვე ასრულებს თბილისისა და ბათუმის მიმართულებით და მალე ქუთაისის მიმართულებითაც დაიწყებს.

წყარო: https://avianews.ge/georgian-airways-i-thbilisi-minski-thbilisis-sahaero-khazze-itsqhebs-operirebas/

Facebook კომენტარები