მთავარი aeronews Lufthansa, 12 აგვისტოდან, ფრანკფურტიდან თბილისის მიმართულებით რეგულარულ რეისებს იწყებს

Lufthansa, 12 აგვისტოდან, ფრანკფურტიდან თბილისის მიმართულებით რეგულარულ რეისებს იწყებს

12 აგვისტოდან Lufthansa ფრანკფურტიდან თბილისის მიმართულებით რეგულარულ რეისებს იწყებს. როგორც AviaNews-ს Lufthansa-ს საქართველოს წარმომადგენლობიდან აცნობეს, ავიაკომპანია აღნიშნულ მიმართულებაზე კვირაში 2 რეისს შეასრულებს.

ავიაკომპანიაში აცხადებენ, რომ Lufthansa 15 წელზე მეტია ასრულებს რეგულარულ ფრენებს მისი ბავარიული ჰაბიდან – მიუნჰენიდან თბილისის მიმართულებით. ამ ეტაპზე სრულდება კვირაში 6 ფრენა მიუნჰენიდან საქართველოს დედაქალაქის  მიმართულებით და 2021 წლის 12 აგვისტოდან დაემატება პირდაპირი ფრენები Lufthansa-ს ყველაზე დიდი ჰაბიდან, ფრანკფურტიდან თბილისის მიმართულებით.

აღნიშნულ მიმართულებაზე Lufthansa საწყის ეტაპზე კვირაში 2 პირდაპირ ფრენას განახორციელებს. თბილისიდან უკან გასაფრენად მგზავრებს შეეძლებათ ეს ფრენა დააკომბინირონ Lufthansa-ს მიერ შესრულებულ ფრენასთან მიუნჰენის მიმართულებით/გავლით ან Eurowings-ის მიერ შესრულებულ ფრენასთან დიუსელდორფის მიმართულებით/გავლით.

„მოხარული ვარ, რომ ჩვენ როგორც Lufthansa Group ვზრდით ჩვენს წამომადგენლობას ბაზარზე კვირაში 2 ფრენით ფრანკფურტიდან თბილისის მიმართულებით. 15 წელზე მეტია წარმატებულად ვასრულებთ მიუნჰენი თბილისის ფრენას. 12 აგვისტოდან უკვე შევძლებთ შევთავაზოთ ქართველ მომხმარებელს კიდევ უფრო მეტი მიმართულება. Eurowings-თან ერთად რომელმაც ახლახანს დაიწყო პირდაპირი ფრენები დიუსელდორფიდან თბილისის მიმართულებით, აგვისტოში ჩვენ შევთავაზებთ ქართველ მომხმარებელს კვირაში 10 ფრენას მიუნჰენიდან, დიუსელდორფიდან და ახლა უკვე ფრანკფურტიდან“, აცხადებს Lufthansa-ს გენერალური მენეჯერი საქართველოში, უკრაინაში, სომხეთში, ბელარუსში, თურქმენეთში და აზერბაიჯანში რენე კოინცაკი.

Lufthansa-ს ფრენების განრიგი 12 აგვისტოდან ფრანქფურტიდან თბილისის მიმართულებით
Frankfurt – Tbilisi
LH612 FRA TBS 13:45 20:00 – ყოველ ორშაბათს და ხუთშაბათს,
თვითმფრინავის ტიპი – Airbus A320 ორი სერვის კლასით ბორტზე: ბიზნეს კლასი და ეკონომ კლასი.

Lufthansa-ს ფრენების განრიგი მიუნჰენი თბილისი მიუნჰენის მიმართულებით:
LH2558 MUC TBS 16:40 22:30 – ყოველდღე ოთხშაბათის გარდა,
LH2559 TBS MUC 06:35 08:45 – ყოველდღე ხუთშაბათის გარდა.

Eurowings–ს ფრენების განრიგი დიუსელდორფი თბილისი დიუსელდორფის მიმართულებით:
EW9150 DUS TBS 07:15 13:30 – ყოველ კვირას,
EW9150 DUS TBS 11:45 18:00 – ყოველ ოთხშაბათს,
EW9151 TBS DUS 14:20 17:00 – ყოველ კვირას,
EW9151 TBS DUS 18:50 21:30 – ყოველ ოთხშაბათს.

წყარო: https://avianews.ge/lufthansa-12-agvistodan-phrankphurtidan-thbilisis-mimarthulebith-regularul-reisebs-itsqhebs/

Facebook კომენტარები
×

თრეველ ამბების გვერდი

დაკოპირება ისჯება კანონით ! !