თავდაცვის მინისტრმა ჯუანშერ ბურჭულაძემ 2020-2030 წლებისთვის უწყების სამოქმედო გეგმის წარდგენისას ისეთ მნიშვნელოვან პროექტებზე ისაუბრა, როგორიცაა ავიაციის მიმართულების განვითარება.

“ავიაციის განვითარების მიმართულებით ამბიციური გეგმები დავსახეთ. საავიაციო პარკის სრულად აღდგენის პროცესის ფარგლებში, მხოლოდ წელს გარემონტდება 4 მოიერიშე და 7 ვერტმფრენი. მნიშვნელოვანია, რომ აღნიშნული საფრენი აპარატების აღდგენა ხდება ჩვენი საკუთარი რესურსით, რასაც პრემიერის მინისტრობის დროს ჩაეყარა საფუძველი და რამოდენიმე წლის წინ ვერავინ წარმოიდგენდა“, – აღნიშნა მინისტრმა.

მისი განცხადებით, აღდგენა-მოდერნიზაციის პარალელურად, ხორციელდება მფრინავებისა და ტექნიკური პერსონალის კვალიფიკაციისა და სპეციალობების შესაბამისი გადამზადება. თავდაცვის უწყების ხელმძღვანელმა პირადი შემადგენლობის მომზადების პროცესში ხაზგასმით აღნიშნა, ადგილობრივ ექსპერტებთან ერთად, მეგობარი და პარტნიორი ქვეყნების წარმომადგენლების წვლილი.

წყარო: https://avianews.ge/saaviatsio-parkis-srulad-aghdgenis-protsesis-pharglebshi-mkholod-tsels-4-moierishe-da-7-vertmphreni-garemontdeba-ministri/

Facebook კომენტარები

kompensacia frenebze
kompensacia frenebze