4 აგვისტოდან, ქუთაისის განახლებულ საერთაშორისო აეროპორტში ოპერირებას კიდევ ერთი ახალი ავიაკომპანია იწყებს.

ბელარუსის ეროვნული ავიაკომპანია BELAVIA, მინსკი-ქუთაისი-მინსკის საჰაერო ხაზზე კვირაში ორი სიხშირით, E175-ით იფრენს.

როგორც საქართველოს აეროპორტების გაერთიანებაში განმარტავენ, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ხელმძღვანელობით, გაერთიანებასა და ავიაკომპანიას შორის მოლაპარაკებები ოპერირების დაწყებასთან დაკავშირებით უმოკლეს ვადებში წარმატებით დასრულდა. ბილეთების შეძენა ავიაკომპანიის ვებგვერდზე უკვე შესაძლებელია.

საქართველოს აეროპორტების გაერთიანების დირექტორის თამარ არჩუაძის განცხადებით, ამ ეტაპზე მთავარი პრიორიტეტია ქუთაისის განახლებული საერთაშორისო აეროპორტის გაძლიერება და მისი ახალი ავიაკომპანიებით და კომერციული ობიექტებით დატვირთვა.
“რამდენიმე კვირის წინ, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილის, მარიამ ქვრივიშვილის ხელმძღვანელობით, საკმაოდ ნაყოფიერი ონლაინ მოლაპარაკებები გავმართეთ რამდენიმე ავიაკომპანიასთან. მათ შორის იყო BELAVIA, რომელიც სწრაფად დათანხმდა ჩვენს წინადადეგებს და 4 აგვისტოდან თბილისისა და ბათუმის აეროპორტების შემდეგ ავიაკომპანია ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში დაიწყებს ოპერირებას”,- განაცხადა თამარ არჩუაძემ.
საქართველოს აეროპორტების გაერთიანების დირექტორის განმარტებით, მიმდინარეობს მოლაპარაკებები იმ ავიაკომპანიებთან, რომლებიც საქართველოსთვის მნიშვნელოვან მიზნობრივ ბაზრებზე ოპერირებენ, რათა მათ ქუთაისის აეროპორტში პირდაპირი რეგულარული ავიამიმოსვლა დაიწყონ.
ამ ეტაპზე, ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტიდან 153 პირდაპირი რეისი სრულდება. აქედან, 111 ევროპის, ხოლოდ 42 ცენტრალური აზიის მიმართულებით.

წყარო: https://avianews.ge/belavia-stsraphad-dathankhmda-chvens-tsinadadegebs-da-4-agvistodan-quthaisis-saerthashoriso-aeroportshi-daitsqhebs-operirebas-thamar-archuadze/

Facebook კომენტარები

kompensacia frenebze
kompensacia frenebze