სლოვაკეთის რესპუბლიკაში საზღვრის კვეთის ახალი წესები, რომელიც ძალაში 2021 წლის 19 ივლისიდან შევიდა:
სრულად ვაქცინირებული პირის განმარტება:
• ორ დოზიანი ვაქცინის მიღებიდან გასულია სულ მცირე 14 დღე მაგრამ არა უმეტეს 12 თვე;
• ერთ დოზიანი ვაქცინის მიღებიდან გასულია სულ მცირე 21 დღე მაგრამ არა უმეტეს 12 თვე;
• ვაქცინის პირველი დოზის მიღებიდან გასულია არანაკლებ 14 დღე და არა უმეტეს 12 თვე, იმ შემთხვევაში თუ ვაქცინა გაკეთებულია COVID-19-ის მოხდიდან 180 დღის განმავლობაში;
მესამე ქვეყნის მოქალაქეს/საქართველოს მოქალაქეს სლოვაკეთის ტერიტორიაზე შესვლა შეუძლია შიდა საზღვის მეშვეობით (იგულისხმება სახმელეთო საზღვარი – ჩეხეთი, ავსტრია, პოლონეთი და უნგრეთი) თუ ის უკვე ლეგალურად იმყოფება შენგენის ზონაში. ყველა მოქალაქე ვალდებულია კრიტერიუმების მიხედვით დაერმოჩილოს ქვემოთ მოცემულ წესებს მესამე ქვეყნის მოქალაქეს/საქართველოს მოქალაქეს მესამე ქვეყნიდან ანუ არა შენგენის ზონის ქვეყნიდან საზღვრის კვეთის უფლება აქვს თუ:
• ფლობს მუშაობის/ცხოვრების უფლებას, არის სლოვაკეთში მცხოვრები პირის ოჯახის წევრი (არასრულწლოვანი შვილი, მეუღლე, არასრულწლოვანი შვილის მშობელი);
• ფლობს სლოვაკეთის D კატეგორიის ვიზას ან სლოვაკეთის რესპუბლიკის უცხოელთა პოლიციის მიერ გამოტანილ იქნა გადაწყვეტილება პირისათვის ცხოვრების ნებართვის მინიჭების თაობაზე, ან მისი ვიზიტი არ სცილდება 90 დღეს და შესაბამისად, მას 90 დღემდე არ აქვს ცხოვრების/მუშაოვის უფლების თაობაზე განაცხადის შეტანის ვალდებულება. ვიზიტის მიზანი (ბიზნეს, ოჯახის წევრის მონახულება) უნდა დადასტურდეს საზღვარზე შესაბამისი დოკუმენტების წარდგენით.
სახმელეთო საზღვირის კვეთის წესი ვაქცინირებულ პირთათვის:
• სლოვაკეთის რესპუბლიკის სახმელეთო საზღვრის კვეთამდე ნებისმიერ პირი ვალდებულია დარეგისტრირდეს შემდეგ ვებგვერდზე: https://korona.gov.sk/ehranica/ , რეგისტრაცია მოქმედებს 6 თვის განმავლობაში;
• ვაქცინირებულ პირს არ აქვს თვითიზოლაციაში და/ან კარანტინში გადასვლის ვალდებულება. მოქალაქემ უნდა წარადგინოს აცრის დამადასტურებელი საბუთი, რომელიც უნდა იყოს სლოვაკურ, ჩეხურ ან ინგლისურ ენაზე.
საჰაერო საზღვრის კვეთის წესი ვაქცინირებულ პირთათვის:
• თუ პირი შემოდის სლოვათის ტეტირორიაზე საჰაერო საზღვრით, ასეთ შემთხვევაში საზღვრის კვეთამდე უნდა დარეგისტრირდეს შემდეგ ვებგვერდზე: https://www.mindop.sk/…/7b18a06a908d07fd184c9a355f42150… ;
• თუ პირი შემოდის ისეთი ქვეყნიდან, რომელიც ქვემოთ მოცემულ ჩამონათვალში არ არის, მაშინ მან უნდა წარადგინოს ბოლო 72 საათის განმავლობაში გაკეთებული PCR ტესტი.
• ხსენებული ქვეყნებიდან დაბრუნებისას არ არის საჭირო (საჰაერო საზღვარი) ტესტის უარყოფითი პასუხის წარდგენა: ალბანეთი, ანდორა, სომხეთი, ავსტრალია, აზერბაიჯანი, ბელარუსი, ბელგია, ბოსნია ჰერცოგოვინა, ბულგარეთი, მონტენეგრო, ჩინეთი, ჩეხეთი, ხორვატია, კვიპროსი, დანია, ესტონეთი, ფინეთი, საფრანგეთი, საბერძნეთი, საქართველოს, ნიდერლანდები, ჰონგ კონგი, ირლანდია, ისლანდია, ისრაელი, იაპონია, იორდანია, კანადა, სამხრეთ კორეა, კოსოვო, კუბა, ლიბანი, ლიხტენშტენი, ლიეტუვა, ლატვია, ლუქსემბრუგი, მაკაო, უნგრეთი, მალტა, მოლდოვა, მონაკო, გერმანია, ნორვეგია, ახალი ზელანდია, პოლონეთი, პორტუგალია, ავსტრია, რუმინეთი, სან მარინო, ჩრდილოეთ მაკედონია. სინგაპური, სლოვენია, ესპანეთი, ამერიკის შეერთებული შტატები, მექსიკა, სერბეთი, შვეიცარია, შვედეთი, ტაივანი, იტალია, თურქეთი, უკრაინა, ვატიკანი.
სახმელეთო საზღვის კვეთის წესი არავაქცინირებულ პირთათვის:
• სლოვაკეთის რესპუბლიკის სახმელეთო საზღვრის კვეთამდე ნებისმიერ პირი ვალდებულია დარეგისტრირდეს შემდეგ ვებგვერდზე: https://korona.gov.sk/ehranica/
• ყველა არავაქცინირებული პირი, რომელიც 2021 წლის 19 ივლისის 06:00 საათიდან შემოვა სლოვაკეთის რესპუბლიკაში, ვალდებულია გადავიდეს კარანტინში, რომელიც დასრულდება მე-14 დღეს, თუმცა კარანტინის დასრულება შესაძლებელია მე-5 დღეს, RT-PCR ტესტისუ არყოფითი პასუხის მიღების შემდეგ. ტესტს აფინანსებს სახელმწიფო და მოქალაქე, სურვილის შემთხვევაში ავტომატურად მიიღებს/ჩანიშნავს ტესტის თარიღს ფორმულარის შევსებისას. საკარანტინო წესები ასევე ვრცელდება ოჯახის იმ წევრებზეც, რომლებიც ერთად ცხოვრობენ. მათი საკარანტინო ვადაც სრულდება ოჯახის დანარჩენი წევრების კარანტინის დასრულებისთანავე.
საჰაერო საზღვის კვეთის წესი არავაქცინირებულ პირთათვის:
• თუ პირი შემოდის სლოვათის ტეტირორიაზე საჰაერო საზღვრით, ასეთ შემთხვევაში საზღვრის კვეთამდე უნდა დარეგისტრირდეს შემდეგ ვებგვერდზე: https://www.mindop.sk/…/7b18a06a908d07fd184c9a355f42150… ;
• ყველა არავაქცინირებული პირი, რომელიც 2021 წლის 19 ივლისის 06:00 საათიდან შემოვა სლოვაკეთის რესპუბლიკაში, ვალდებულია გადავიდეს კარანტინში, რომელიც დასრულდება მე-14 დღეს, თუმცა კარანტინის დასრულება შესაძლებელია მე-5 დღეს, RT-PCR ტესტის უარყოფითი პასუხის მიღების შემდეგ. ტესტს აფინანსებს სახელმწიფო. მოქალაქე, სურვილის შემთხვევაში ავტომატურად მიიღებს/ჩანიშნავს ტესტის თარიღს ფორმულარის შევსებისას. საკარანტინო წესები ასევე ვრცელდება ოჯახის იმ წევრებზეც, რომლებიც ცხოვრობენ ერთად. მათი საკარანტინო ვადაც სრულდება ოჯახის დანარჩენი წევრების კარანტინის დასრულებისთანავე.
• თუ პირი შემოდის ისეთი ქვეყნიდან, რომელიც ქვემოთ მოცემულ ჩამონათვალში არ არის, მაშინ მან უნდა წარადგინოს ბოლო 72 საათის განმავლობაში გაკეთებული PCR ტესტის უარყოფითი პასუხი. ხსენებული ქვეყნებიდან დაბრუნებისას არ არის საჭირო (საჰაერო საზღვარი) ტესტის უარყოფითი პასუხის წარდგენა: ალბანეთი, ანდორა, სომხეთი, ავსტრალია, აზერბაიჯანი, ბელარუსი, ბელგია, ბოსნია ჰერცოგოვინა, ბულგარეთი, მონტენეგრო, ჩინეთი, ჩეხეთი, ხორვატია, კვიპროსი, დანია, ესტონეთი, ფინეთი, საფრანგეთი, საბერძნეთი, საქართველოს, ნიდერლანდები, ჰონგ კონგი, ირლანდია, ისლანდია, ისრაელი, იაპონია, იორდანია, კანადა, სამხრეთ კორეა, კოსოვო, კუბა, ლიბანი, ლიხტენშტენი, ლიეტუვა, ლატვია, ლუქსემბრუგი, მაკაო, უნგრეთი, მალტა, მოლდოვა, მონაკო, გერმანია, ნორვეგია, ახალი ზელანდია, პოლონეთი, პორტუგალია, ავსტრია, რუმინეთი, სან მარინო, ჩრდილოეთ მაკედონია. სინგაპური, სლოვენია, ესპანეთი, ამერიკის შეერთებული შტატები, მექსიკა, სერბეთი, შვეიცარია, შვედეთი, ტაივანი, იტალია, თურქეთი, უკრაინა, ვატიკანი.
არავაქცინირებული პირი გათავისუფლებულია კარანტინისგან თუ:
• ჯანმრთელობის მდგომარეობის და/ან სხვა სამედიცინო მიზეზებიდან გამომდინარე აცრა არ არის რეკომენდირებული, რაც დასტუდება ექიმის შესაბამისი ცნობით და მას საზღვრის კვეთისას ხელზე აქვს ბოლო 72 საათის განმავლობაში გაკეთებული PCR ტესტის უარყოფითი პასუხი;
• არის სლოვაკეთის მოქალაქე, რომლიც ფლობს სასაზღვრო მეზობელ სახელმწიფოში (ავსტრია, პოლონეთი, უნგრეთი, ჩეხეთი) მუდმივ ან დროებითი ბინადრობის ნებართვას, სლოვაკეთის რესპუბლიკის ტერიტორიიდან, ღია სასაზღვრო პუნქტიდან 100 კმ-ის მანძილზე. მან უნდა წარმოადგინოს ბოლო 7 დღის განმავლობაში გაკეთებული RT-PCR ტესტის უარყოფითი შედეგი;
• გააჩნია სლოვაკეთის რესპუბლიკაში ცხოვრების/მუშაობის ნებართვა და ის გადაადგილდება სლოვაკეთის რესპუბლიკასა და ევროკავშირის სხვა სახელმწიფოების/ისლანდიის/ნორვეგიის/ლიხტენშტეინის/შვეიცარიის/უკრაინის სახელმწიფოს ტერიტორიას შორის მხოლოდ სამუშაო მიზნებისათვის, რისი დამადასტურებელი დოკუმენტიც მას საზღვრის კვეთისას აქვს ხელზე, მან უნდა წარმოადგინოს ბოლო 7 დღის განმავლობაში გაკეთებული RT-PCR ტესტის უარყოფითი შედეგი.
• შემოდის სლოვაკეთის რესპუბლიკის ტერიტორიაზე მეზობელი/სასაზღვრო სახელმწიფოს ტერიტორიიდან (ამ მიზნით მეზობელი სახელმწიფოდან სლოვაკეთში შესვლა და/ან უკან სლოვაკეთის ტერიტორიაზე დაბრუნება) იმისათვის, რომ უზრუნველყოს ოჯახის წევრების გადაუდებელი მოვლა/დახმარება, მას უნდა ჰქონდეს გადაუდებელი დახმარების აღმოჩენის დამადასტურებელი დოკუმენტი ოჯახის წევრის ექიმისგან, ოჯახური კავშირის დამდასტურებელი დოკუმენტი ( როგორც სლოვაკურ ენაზე) და RT-PCR ტესტის უარყოფითი პასუხი არა უმეტეს 7 დღისა.
• კვეთს საზღვარს (სლოვაკეთიდან გასვლა/შემოსვლა) მეზობელ სახელმწიფოში მიწის ნაკვეთის მოვლა/დამუშავების მიზნით, რომელიც განლაგებულია სლოვაკეთის რესპუბლიკის საზღვრიდან 10 კმ-ზე. პირმა უნდა წარადგნოს RT-PCR ტესტის უარყოფითი პასუხი არაუმეტეს 7 დღისა.
• პროფესიული საქმიანობიდან გამომდინარე, თავისუფლდება კარანტინისგან – მაგალითად, საჰაერო ხომალდების, მატარებლების, სატვირთო მანქანების მძღოლი და/ან ეკიპაჟი, დამკრძალავი ბიუროს მუშაკები ნეშტის ტრანსპორტირებაში (დეტალების შესახებ განკარგულების მე -6 პუნქტი) ამ პირებს არ ესაჭიროებათ COVID-19 ტესტის უარყოფითი შედეგი და/ან ვებგვერდზე დარეგისტრირება.
• წარმოადგენს კონკრეტულ პროფესიულ ჯგუფებს (მაგ. დელეგაციები, რომლებიც წარმოადგენენ სლოვაკეთის რესპუბლიკას, ევროპარლამენტის წევრებს ან საერთაშორისო ორგანიზაციების თანამშრომლებს, მხატვრები, რედაქტორები, სპორტსმენები და სხვა; დაწვრილებით განკარგულების მე -8 პუნქტში) – პირმა უნდა წარადგინოს დამადასტურებელი დოკუმენტი, რომ მიეკუთვნება გამონაკლის ჯგუფს და სავალდებულოა RT-PCR ტესტის უარყოფითი შედეგი არა უმეტეს 72 საათისა;
• მოკლევადიანი ვიზიტი დაკრძალვაზე დასწრების მიზნით, არავაქცინირებულმა პირმა უნდა წარადგინოს RT-PCR ტესტის უარყოფითი პასუხი არა უმეტეს 72 საათისა.
პირველი დოზით აცრილი პირები:
• თუ პირმა ორ დოზიანი ვაქცინის პირველი აცრა მიიღო 2021 წლის 9 ივლისამდე და ვერ ხვდება სრულად ვაქცინირებული პირის განმარტებაში, მისთვის იზოლაცია დასრულდება RT-PCR ტესტის უარყოფითი პასუხით (სახელმწიფოს მიერ ანაზღაურებული), ტესტი შეიძლება გაკეთდეს იზოლაციის პირველ დღეს. ეს გარდამავალი დებულება ძალაში იქნება განკარგულების ძალაში შესვლის დღიდან 14 დღის განმავლობაში, ანუ 2021 წლის 2 აგვისტოს 6:00 საათამდე.
• პირები, რომლებსაც ვაქცინაცია ჩაუტარდათ 2021 წლის 9 ივლისის შემდეგ, ანუ მოქმედი განკარგულების ძალაში შესვლის შემდეგ, არ ექვემდებარებიან ამ გარდამავალ დებულებას.
არასრუწლოვანი ბავშვები:
• 12 წლამდე ასაკის ბავშვებს არ ესაჭიროებათ რეგისტრაცია და/ან ტესტირება. მათთვის კარანტინი მთავრდება ოჯახის სხვა არავაქცინირებული წევრის მიერ ტესტის უარყოფითი პასუხის მიღების ან საიზოლაციო ვადის დასრულების შემდეგ.
• 12-დან 18 წლამდე ასაკის ბავშვებს პირველი რეგისტრაცია მოქმედი იქნება 2021 წლის 9 აგვისტომდე. 2021 წლის 9 აგვისტომდე 12დან 18 წლამდე ასაკის პირებს არ აქვთ ვალდებულება კარანტინში/იზოლაციში გადასვლის თუ მისი მშობლები ვაქცინირებულები არიან, ეს წესი მოქმედებს 2021 წლის 9 აგვისტომდე.
• თუ 12 წლამდე ასაკის ბავშვები სლოვაკეთის რესპუბლიკის ტერიტორიაზე შემოდიან საჰაერო გზით იმ ქვეყნებიდან, რომლებიც არ არის მითითებული ზემოთ მოცემულ ჩამონათვალში, მათ არ ესაჭიროებათ PCR ტესტის უარყოფითი პასუხის წარდგენა.
სტუდენტები:
• მოსწავლე და/ან სტუდენტი, რომლებიც სწავლობს მეზობელ ქვეყნაში (ან, პირიქით, ცხოვრობს მოზებელ ქვეყნაში და სწავლობს სლოვაკეთში), თავისუფლდება იზოლაციის/კარანტინის გავლის ვალდებულებისგან, თუ მათ აქვს შესაბამისი დოკუმენტი სწავლის სრული კურსის გავლის თაობაზე.
• 26 წლამდე ასაკის სტუდენტი, რომელიც ფლობს სლოვაკეთში ცხოვრების ნებართვას, უნივერსიტეტის სტუდენტის ან სკოლის მოსწავლის სტატუსით და არის ჩეხეთის, პოლონეთის, უნგრეთის ან ავსტრიის რესპუბლიკის სპორტული კლუბის სრულუფლებიანი წევრი, რომელიც ტრეინინგის/ვარჯიშის მიზნით კვეთს საზღვარს თავისუფლდება იზოლაციის/კარანტის ვალდებულებისგან.
• 12 წლის ასაკის მოსწავლეებსა და სტუდენტებს, მათ თანმხლებ პირებს უნდა ჰქონდეთ RT-PCR ან ანტიგენის ტესტის უარყოფითი შედეგი არაუმეტეს 7 დღისა.
ტრანზიტი სლოვაკეთის ტერიტორიის გავლით:
• სლოვაკეთის რესპუბლიკის ტერიტორიის ტრანზიტით გადაკვეთა უნდა განხორციელდეს ქვეყნის ტერიტორიაზე გაჩერების გარეშე, გარდა საწვავის შევსებისა;
• ტრანზიტით გავლის დრო არ უნდა აღემატებოდეს 8 საათს;
• ტრანზიტისთვის არ არის საჭირო წინასწარ დარეგისტრირება.
დაწვრილებითი ინფორმაცია ხელმისაწვდომია:
https://www.minv.sk/?tlacove-spravy…

წყარო: https://avianews.ge/slovakethis-sazghvris-kvethis-akhali-tsesebi/

Facebook კომენტარები

kompensacia frenebze
kompensacia frenebze