24 ივლისს თბილისის საერთაშორისო აეროპორტი, მიმდინარე წლის ზაფხულის სანავიგაციო სეზონზე ყველაზე მეტ რეისს მიიღებს. როგორც AviaNews-ს თბილისისა და ბათუმის საერთაშორისო აეროპორტების ოპერატორ კომპანია TAV Georgia-ში განუცხადეს, 24 ივლისს თბილისის საერთაშორისო აეროპორტში 102 რეისი შესრულდება, საიდანაც 36 რეისი იქნება ჩარტერული. 

ირკვევა, რომ 24 ივლისს თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ყველაზე მეტ რეისს არაბეთის გაერთიანებული საამიროების ავიაკომპანია flydubai შეასრულებს – 14 რეისი. რაც შეეხება ასევე არაბეთის გაერთიანებული საამიროების ავიაკომპანია Air Arabia-ს ის 24 ივლისს თბილისის საერთაშორისო აეროპორტში 9 რეისს განახორციელებს. 3-3 რეისი აქვთ დაგეგმული ასევე თურქულ ავიაკომპანია Turkish Airlines-ს, ქართულ ავიაკომპანია Georgian Airweys-ს და საუდის არაბეთის სამეფოს ავიაკომპანია Flynas-ს.

აღსანიშნავია, რომ დღეისათვის თბილისის საერთაშორისო აეროპორტმა ფრენების, პანდემიამდე არსებული მაჩვენებლების, მხოლოდ 27%-ი დაიბრუნა.

წყარო: https://avianews.ge/24-ivliss-thbilisis-saerthashoriso-aeroporti-102-reiss-miighebs-saathshi-4-reisi/

Facebook კომენტარები