მთავრობა ავიაციის ინდუსტრიის განვითარების სტრატეგიის შექმნაზე იწყებს მუშაობას. ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილის მარიამ ქვრივიშვილის განმარტებით, სტრატეგიის შექმნა პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით იქმნება.  მინისტრის მოადგილე ამბობს, რომ მსგავსი დოკუმდნტი ტურიზმის ინდუსტრიაში უკვე შემუშავებულია.

“კერძო სექტორთან ერთად ჩვენ გვაქვს სტრატეგია, ჩვენ გვაქვს სამოქმედო გეგმა და მივყვებით ამ სტრატეგიას კვალდაკვალ. ახლა ეს გეგმა ადაპტირების პროცესშია. ჩვენი გეგმა და გადაწყვეტილება პრემიერის ხელმძღვანელობით არის ის, რომ ჩვენს ქვეყანაში გავაკეთებთ ავიაციის ინდუსტრიის განვითარების სტრატეგიას, მისი სამოქმედო გეგმით.

რა თქმა უნდა, ავიაციის სტრატეგიის განუყოფელი ნაწილი, მათ შორის ცალკე მდგომი იქნება აეროპორტების განვითარების სტრატეგია, კიდევ ერთხელ ჩვენ აუცილებლად უნდა გავიაზროთ ის, რომ ავიაციის განვითარება პირდაპირ პროპორციულად უწყობს ხელს დივერსიფიცირებულ განვითარებას. ჩვენი მიზანი და ამოცანა მომდევნო პერიოდში კვლავ არის პირდაპირი რეისების და შიდა რეისების სტიმულირება“, – განაცხადა მარიამ ქვრივიშვილმა.

წყარო: https://avianews.ge/mthavroba-aviatsiis-industriis-ganvitharebis-strategiis-sheqmnaze-itsqhebs-mushaobas/

Facebook კომენტარები