საქართველოს საავიაციო უნივერსიტეტის 33 სტუდენტმა 3 კვირიანი სტაჟირება თბილისის საერთაშორისო აეროპორტში წარმატებით გაიარა. თბილისისა და ბათუმის საერთაშორისო აეროპორტების ოპერატორი კომპანია TAV Georgia-ს ინფორმაციით, პრაქტიკული სწავლების პერიოდში სტუდენტები დეტალურად გაეცნენ და შეისწავლეს მგზავრთა გადაზიდვების დეპარტამენტის მუშაობის პროცესი.

“სასწავლო კურსის დასრულების შემდეგ სტუდენტებს სწავლების გავლის დამადასტურებელი სერტიფიკატები გადაეცათ. რამდენიმე მათგანი კი თბილისის საერთაშორისო აეროპორტში უკვე დასაქმდა.

TAV Georgia, ერთ-ერთი უმსხვილესი დამსაქმებელია საავიაციო უნივერსიტეტის სტუდენტებისთვის. თბილისისა და ბათუმის საერთაშორისო აეროპორტები ყოველწლიურად უნივერსიტეტის ათობით სტუდენტსა და კურსდამთავრებულს ასაქმებს”, განმარტავენ TAV Georgia-ში.

წყარო: https://avianews.ge/saqarthvelos-saaviatsio-universitetis-33-studentma-thbilisis-saerthashoriso-aeroportshi-stazhireba-tsarmatebith-gaiara/

Facebook კომენტარები