არაბულმა დაბალბიუჯეტიანმა ავიაკომპანია Air Arabia-მ და სომხეთის სახელმწიფო ინტერესების საინვესტიციო ფონდმა (ANIF) ხელი მოაწერეს შეთანხმებას დამოუკიდებელი ერთობლივი ავიაკომპანიის შექმნის შესახებ, რომელიც “ლოუქოსტ” მოდელზე იმუშავებს და ახალი ეროვნული გადამზიდავი გახდება.

ANIF მართავს სტრატეგიულად მნიშვნელოვანი აქტივების პორტფელს სომხეთში და ასევე მონაწილეობს მასშტაბურ საინვესტიციო პროექტებში განხორციელების საწყის ეტაპზე.

ახალი ავიაგადამზიდავი, რომლის სახელიც ღია კონკურსის საფუძველზე შეირჩევა, ერევნის ზვარტნოცის აეროპორტში იქნება ბაზირებული.

წყარო: https://avianews.ge/somkhethi-air-arabia-s-dakhmarebith-pirveli-luoqosteris-sheqmnas-gegmavs/

Facebook კომენტარები