2021 წლის იანვარ-ივნისში საქართველოს საჰაერო სივრცის 42,13%-ით ნაკლები გამოყენება (ერთეული გადაფრენა) ფიქსირდება, ვიდრე პანდემიამდელ არსებულ პერიოდში. როგორც AviaNews-ს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ სამოქალაქო ავიაციის სააგენტოში განუცხადეს, სხვადასხვა ავიაკომპანიების მიერ, 2021 წლის იანვარ-ივნისში საქართველოს საჰაერო სივრცის 37 302-ჯერ გამოყენების ფაქტი დაფიქსირდა, რაც 9,51%-ით ნაკლებია 2020 წლის იანვარ-ივნისის მაჩვენებლებთან შედარებით, ხოლო 42,13%-ით ნაკლები 2019 წლის იანვარ-ივნისის მაჩვენებლებთან.

2019 წლის 6 თვეში საქართველოს საჰაერო სივრცეში 64 460 გადაფრენა განხორციელდა, 2020 წლის 6 თვეში კი 41 222 გადაფრენა. 

წყარო: https://avianews.ge/saqarthvelos-sahaero-sivrtseshi-gadaphrenebis-raodenoba-pandemiamdel-periods-58-ith-miuakhlovda/

Facebook კომენტარები