გერმანული მედიის ინფორმაციით, Lufthansa გეგმავს, რომ 5 ერთეული უდიდესი სამგზავრო ლაინერი Airbus A380 ექსპლუატაციაში დააბრუნოს, რომლებიც ფრენებს ავიაკომპანიის მიუნხენის ბაზიდან განახორციელებენ.
კონკრეტულად, Lufthansa იკვლევს 5 ერთეული A380-ის ექსპლუატაციაში ხელახალი ჩართვის შესაძლებლობას 5 ერთეული გრძელმაგისტრალირი A340-600-ის ნაცვლად.
გავრცელებული ინფორმაციით, პირველ კლასში ფრენებზე გაზრდილმა მოთხოვნამ, ასევე ბიზნეს კლასსა და პრემიუმ ეკონომში დამატებითი ადგილების მოთხოვნის ფონზე შესაძლოა “უპირატესობა A380-სკენ გადავიდეს”.
Lufthansa-ს 14 ერთეული A380 ამ დროისათვის საფრანგეთსა და ესპანეთში თვითმფრინავების საცავში დგას. ავიაკომპანია Airbus-ს 6 ერთეული A380-ის შესყიდვაზე უკვე მოელაპარაკა. ბოლო დრომდე Lufthansa ფიქრობდა, რომ A380-ის და ზოგადად ოთხძრავიანი თვითმფრინავების ეპოქა დასრულდა. აღმასრულებელმა დირექტორმა კარსტენ სპორმა განაცხადა, რომ იგი 509 ადგილიანი გიგანტის A380-ის ადგილს ავიაკომპანიის კრიზისის შემდგომ სტრატეგიაში ვერ ხედავს, ყოველ შემთხვევაში გრძელვადიან პერსპექტივაში.
გარდა ამისა, უკვე ცნობილია, რომ Lufthansa იღებს დამატებით A350-900-ებს. გერმანელების სამიზნედან 4 თვითმფრინავს ადრე Philippine Airlines-ი მართავდა. თავად ავიაკომპანიაში ფაქტს ჯერ არ ადასტურებენ, მაგრამ ცნობილია, რომ ერთი თვითმფრინავი აშშ-დან მიუნხენში, Lufthansa-ს ბაზაზე უკვე ჩაფრინდა. 2022 წლის იანვრისთვის Lufthansa-ს სურს, რომ ავიაფლოტში 21 ერთეული Airbus A350-900 ჰყავდეს.
წყარო: https://avianews.ge/lufthansa-airbus-a380-is-eqspluatatsiashi-dabrunebas-ganikhilavs/