საქართველოში საჰაერო მიმოსვლის აღდგენის დინამიკა სწრაფი ტემპებით უბრუნდება ყველაზე აქტიური და მზარდი 2019 წლის ნიშნულს, აღნიშნულია სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს (GCAA) მიერ გამოქვეყნებულ ინფორმაციაში. 

GCAA-ს განმარტებით, მიმდინარე წლის ივლისის მონაცემებით, საქართველოს საავიაციო ბაზარზე უკვე ოპერირებს 38 ავიაკომპანია – 27 ქვეყნის 72 მიმართულებით;

2019 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, აღდგენილია ავიარეისების 74%-ი (375-395 სიხშირე კვირაში), ხოლო საჰაერო მიმართულებების 72%-ი;

“ყველაზე მზარდი მაჩვენებლებით გამოირჩევა ბათუმის საერთაშორისო აეროპორტი, რომელიც უკვე 21%-ით მეტ რეისს ემსახურება (110-115 სიხშირე კვირაში), ვიდრე 2019 წლის ივლისში”, აცხადებენ GCAA-ში.

წყარო: https://avianews.ge/2019-tslis-analogiur-periodthan-shedarebith-aghdgenilia-aviareisebis-74-i-kholo-sahaero-mimarthulebebis-72-i/

Facebook კომენტარები