საქართველოს ფერმერთა ასოციაციის თავმჯდომარე ნინო ზამბახიძე მსოფლიო ქალთა ეკონომიკური ფორუმის მიერ დაფუძნებული G 100 თავჯდომარედ აგროტურიზმისა და სოფლი სმეურნეობის მიმართულებით შეირჩა.
G100 არის გლობალური ქალი ლიდერების ჯგუფი, რომელიც აერთიანებს 100 გამორჩეულ და გავლენიან ქალს, მათ შორის ნობელის პრემიის ლაურეატებს, სახელმწიფოს ყოფილ მეთაურებს, მინისტრებს, ფილანტროპებს, ინვესტორებს, მეწარმეებს, კორპორაციულ და საზოგადოების ლიდერებს. G100 არის ის წრე, რომელშიც წარმოდგენილია 100 საუკეთესო ლიდერი, მსოფლიო მასშტაბით, 100 სხვადასხვა სექტორიდან. მისი თითოეული წევრი არის გლობალური თავმჯდომარე, რომელიც ხელმძღვანელობს კონკრეტული სექტორის ფრთას.
აღნიშნული ჯგუფის მანდატი მიზნად ისახავს იმ პრინციპების შემუშავებას რომელიც გლობალურად, ქალთა ეკონომიკურ და სოციალურ გაძლიერებას და ასევე ინკლუზიორობას უზრუნველყოფს.
G100 კლუბი დაარსდა Dr. Harbeen Arora-ს მიერ, რომლის ინიციატივით, ასევე შეიქმნა ქალთა ეკონომიკური ფორუმი (WEF); ქალთა ლიგა (ALL Ladies League); ელექტრონული კომერციის პლატფორმა SHEconomy; პოლიტიკის პლატფორმა Women’s Indian Chamber of Commerce & Industry (WICCI).
„ჩვენთვის დიდი პატივია, რომ ნინო G100 კლუბს შემოუერთდა. ნინო არის განსაკუთრებული, მისაბაძი აგრომეწარმე, რომელიც არის შთაგონების წყარო ყველასთვის, განსაკუთრებით კი ახალგაზრდებისთვის რომ კარიერული არჩევანი სწორედ სოფლის მეურნეობაზე შეაჩერონ და აითვისონ მდგრადი და ამავდროულად პასუხისმგებლიანი პრაქტიკები. ნინოს აქვს მზაობა გააძლიეროს საზოგადოების ყველა ნაწილი და ახლა, G100-ის მხარდაჭერით, მიეცა შესაძლებლობა რომ მისი გამორჩეული ლიდერობა წარმოაჩინოს უკვე როგორც სოფლის მეურნეობის და აგროტურიზმის მიმართულების გლობალურმა ხელმძღვანელმა. ჩვენი მიზანია, ვიქონიოთ დადებითი გავლენა 5 მილიონ ქალზე, 100 სხვადასხვა სექტორიდან, 2025 წლამდე. სოფლის მეურნეობა და აგროტურიზმი კი მდგრადი საზოგადოებისა და ცივილიზაციების საფუძველია”, აცხადებს G100 კლუბის დამაარსებელი.
წყარო: https://avianews.ge/nino-zambakhidze-agroturizmis-mimarthulebith-g-100-thavmjdomared-airchies/