საქართველოში ავსტრიის საელჩოსა და ავსტრიის მთავრობის ჰუმანიტარული დახმარების სახით, საქართველოს AstraZeneca ვაქცინის 5000 დოზა გადმოეცა. საქართველოში ვაქცინის ჩამოტანა კი ქართულმა ავიაკომპანია Georgian Airways-მა უზრუნველყო.
ავსტრიის მთავრობის მიერ საქართველოსთვის საჩუქრად გამოყოფილი ვაქცინა თბილისში 4 ივლისს ჩამოვიდა.

ტვირთს თბილისის საერთაშორისო აეროპორტში დევნილთა, შრომის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილე გიორგი წოწკოლაური, საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ალექსანდრე ხვთისიაშვილი და საქართველოში ავსტრიის ელჩი თომას მიულმანი დახვდნენ.
აღსანიშნავია, რომ ვაქცინების გადმოცემის გადაწყვეტილების შესახებ ავსტრიის საგარეო საქმეთა მინისტრმა ალექსანდრე შალენბერგმა თბილისში ვიზიტის დროს,ქართველ კოლეგასთან შეხვედრის დროს განაცხადა.
ავსტრიელ კოლეგას,საქართველოსთვის ვაქცინის გადმოცემის საკითხში შეტანილი პირადი წვლილისთვის მადლობა გადაუხადა საქართველოს ვიცე-პრემიერმა, საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა:
“მადლიერი ვარ ჩემი ავსტრიელი კოლეგის, ალექსანდრე შალენბერგის,COVID-19-ის პანდემიასთან ბრძოლაში ერთობლივ ძალისხმევასა და თანამშრომლობას უდიდესი მნიშვნელობა აქვს. თქვენი მხარდაჭერა უაღრესად დასაფასებელია!”- წერს საქართველოს ვიცე-პრემიერი “ტვიტერის”ოფიციალურ გვერდზე.

წყარო: https://avianews.ge/astrazeneca-s-vaqtsinis-5000-doza-saqarthveloshi-georgian-airways-ma-chamoitana/

Facebook კომენტარები