საქართველოს აეროპორტების გაერთიანების ხელმძღვანელს იმედი აქვს, რომ Eurowings-ის მენეჯმენტთან გამართული მორიგი მოლაპარაკებები შედეგს მალე მოიტანს და ავიაკომპანია საქართველოს ავიაბაზარზე გაზრდის როგორც სიხშირეების ასევე ავიამიმართულებების რაოდენობას. 

“გერმანიის მიმართულებები ტრადიციულად არის ძალიან პოპულარული საქართველოს ავიაბაზარზე. თბილისის საერთაშორისო აეროპორტიდან ფრენები სრულდება ბერლინისა და მიუნხენის მიმართულებით, ხოლო დღეიდან Eurowings-ი შეასრულებს რეისების დიუსელდორფი​ს მიმართულებით. ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტიდან კი Wizz Air-ი ასრულებს რეისებს დორტმუნდში, ასევე მალევე დაიწყებს ფრენების შესრულებას მემინგენის მიმართულებით, რომელსაც ავიაკომპანია შეასრულებს ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში ბაზირებული თვითმფრინავით განახორციელებს.

დღეს Eurowings-ის მენეჯმენტთან გამართული მოლაპარაკებები იმედი მაქვს, რომ მოიტანს უფრო უკეთეს თანამშრომლობას და გაიზრდება სიხშირეების და მიმართულებების რაოდენობა”, აცხადებს თამარ არჩუაძე.

შეგახსენებთ, რომ გერმანული დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანია Eurowings-მა საქართველოს ავიაბაზარზე ოპერირება დღეიდან დაიწყო. ავიაკომპანია დიუსელდორფი-თბილისი-დიუსელდორფის საჰაერო ხაზზე დღეიდან კვირაში ორი სიხშირით, AIRBUS A320 ტიპის საჰაერო ხომალდით მოახდენს ოპერირებას.

საქართველოს აეროპორტების გაერთიანება ავიაკომპანია Eurowings-თან საქართველოს მიმართულებით პირდაპირი ავიამიმოსვლის დაწყების მიზნით მოლაპარაკებებს 2017 წლიდან აქტიურად აწარმოებდა.

წყარო: https://avianews.ge/imedi-maqvs-rom-eurowings-is-menejmentthan-gamarthuli-molaparakebebis-shedegad-gaizrdeba-sikhshireebis-da-mimarthulebebis-raodenoba-thamar-archuadze/

Facebook კომენტარები

kompensacia frenebze
kompensacia frenebze