ავიაკომპანია Myway Airlines-ი სატვირთო გადაზიდვების სეგმენტში საქმიანობის დასაწყებად ემზადება.

როგორც პორტალი ch-aviation წერს, სატვირთო რეისი საქართველოსა და ჩინეთს დააკავშირებს.

Myway Airlines-მა ჩინური Jingweidu (Beijing) Air Services Co.Ltd-სგან თვითმფრინავი ბოინგ 737-700(BDSF), ლიზინგით უკვე აიღო.

თვითმფრინავი, რომელიც სატვირთო რეისებს მოემსახურება, 21 წლის წინ არის წარმოებული და წარსულში მას ავიაკომპანია Xiamen Airlines იყენებდა.

სამგზავრო ბორტი სატვირთოდ ქალაქ ძინანში, ისრაელის კომპანია Israel Aerospace Industries/Haite Group-ის დახმარებით გადაკეთდა.

ch-aviation წერს, რომ Myway Airlines პანდემიამდე ფრენებს დსთ-ს, აღმოსავლეთ ევროპისა და ცენტრალური აზიის ქვეყნებში ასრულებდა, ახლა კი მისი კუთვნილი ორი ბოინგით B737-800 სუდანის ავიაკომპანია Badr Airlines სარგებლობს.

Myway Airlines-ისთვის ახალი სატვირთო თვითმფრინავის გადაცემაზე წერს პორტალი Southcarolina Magazine-იც.

გამოცემის ცნობით, შესაბამის შეთანხმებას ხელი ჩინეთის ქალაქ ტიანძინში მოეწერა.

დოკუმენტს Myway Airlines-ის მხრიდან კომპანიის მთავარმა წარმომადგენელმა ლიუ კაიმ, Jingweidu-ს მხრიდან კი კომპანიის აღმასრულებელმა ხელმძღვანელმა ჟანგ იანქიმ მოაწერეს ხელი.

წყარო: https://avianews.ge/myway-airlines-i-sahaero-satvirtho-gadazidvebis-segmentshi-saqmianobis-dasatsqhebad-emzadeba-shesabamisi-bortits-ukve-mzadaa/

Facebook კომენტარები