უცხოელი მფრინავის უცენზურო “ნახატმა” მედიის ყურადღება მიიპყრო. 26 ივნისს, როდესაც თურქული ავიაკომპანია სტამბოლი-ოდესის მიმართულებით ასრულებდა რეისს, პილოტმა უამინდობის გამო ოდესის აეროპორტში დაშვება ვერ შეძლო.
odessa.net.ua-ს ინფორმაციით, ქარი და წვიმა თვითმფრინავის უსაფრთხო დაშვებისთვის ხელსაყრელ პირობებს არ იძლეოდა, ამიტომ პილოტს შავი ზღვის საჰაერო სივრცეში რამდენიმე წრის დარტყმა მოუწია, რათა გამოდარებას დალოდებოდა.
ბოლოს კი პილოტმა საჰაერო ხომალდი კიშინიოვის მიმართულებით წარმართა, მანამდე კი “გამოთქვა” ყველაფერი რასაც შექმნილ სიტუაციაზე “ფიქრობდა”.
საბოლოო ჯამში კი შესაბამის რუკაზე გამოჩნდა “ნახაზი”, რომელსაც აშკარად უხამსი დატვირთვა ჰქონდა.
წყარო: https://avianews.ge/utskhoeli-mphrinavis-utsenzuro-nakhatma-mediis-qhuradgheba-miipqhro/