მთავარი aeronews “ავიაქსელი” საქართველოს მასშტაბით სააგენტოებს შორის გაყიდვების მაჩვენებლით კვლავ პირველ ადგილზეა

“ავიაქსელი” საქართველოს მასშტაბით სააგენტოებს შორის გაყიდვების მაჩვენებლით კვლავ პირველ ადგილზეა

კომპანია “ავიაქსელი” საქართველოს მასშტაბით, სააგენტოებს შორის გაყიდვების მაჩვენებლით კვლავ პირველ ადგილზეა, აღნიშნულია კომპანიის Facebook-ის გვერდზე განთავსებულ ინფორმაციაში. კომპანია საქართველოში რამდენიმე უცხოური ავიაკომპანიის სავაჭრო აგენტია და იმავდროულად ტურისტული პაკეტების გაყიდვებზეა ორიენტირებული.

“ძალიან გვახარებს ის ფაქტი, რომ იანვარ-მაისის მონაცემების მიხედვით “ავიაქსელი” კვლავ პირველ ადგილზეა მთელი საქართველოს მასშტაბით, სააგენტოებს შორის გაყიდვების მაჩვენებლით

რაც იმას ნიშნავს, რომ უამრავი ადამიანი გვენდობა და ირჩევს სწორედ “ავიაქსელს” კომფორტული მგზავრობისა და დასვენებისთვის

ეს კი ყველაზე დიდი პასუხისმგებლობაა ჩვენთვის და გპირდებით, რომ კიდევ უფრო მეტ სიახლეს შემოგთავაზებთ უახლოეს პერიოდში

ბედნიერ მგზავრობას გისურვებთ

დეტალებისთვის დაგვიკავშირდით:

2 999 888″, აღნიშნულია კომპანიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

წყარო: https://avianews.ge/aviaqseli-saqarthvelos-masshtabith-saagentoebs-shoris-gaqhidvebis-machveneblith-kvlav-pirvel-adgilzea/

Facebook კომენტარები
×

თრეველ ამბების გვერდი

დაკოპირება ისჯება კანონით ! !