ავიაკომპანია Myway Airlines-ი ერევნის მიმართულებით რეგულარულ ავიარეისებს იწყებს. ავიაკომპანია პირველ რეისს თბილისის შოთა რუსთაველის სახელობის საერთაშორისო აეროპორტიდან, ზვართნოცის საერთაშორისო აეროპორტში, 6 ივლისს შეასრულებს.
Myway Airlines-ი თბილისსა და ერევანს შორის ფრენებს, კვირაში ორი სიხშირით, ყოველ სამშაბათს და შაბათს, ბოინგ 737-800 ტიპის საჰაერო ხომალდით განახორციელებს.
ბილეთების შეძენა უკვე შესაძლებელია ავიაკომპანიების ვებგვერდზე www.mywayairlines.com და ტურისტულ სააგენტოებში.
Myway Airlines-ი საქართველოში დაფუძნებული სრული მომსახურების ავიაკომპანიაა.
“ამჟამად ავიაკომპანია რეგულარულ ფრენებთან ერთად ჩარტერულ რეისებს მსოფლიოს სხვადასხვა მიმართულებით ახორციელებს.
ხელმისაწვდომი ფასები, მომსახურების უმაღლესი ხარისხი, მომხმარებელზე ორიენტირებული მიდგომა და ეთიკური და სამართლიანი საქმიანობა – ეს Myway Airlines ოთხი უმთავრესი პრინციპია”, აცხადებენ ავიაკომპანიაში.
წყარო: https://avianews.ge/6-ivlisidan-myway-airlines-i-thbilisi-erevani-thbilisis-mimarthulebaze-itsqhebs-operirebas/