უკრაინული ავიაკომპანია SkyUp Airlines-ის Boeing 737 საბორტო ნომრით UR-SQI, რომელიც ასრულებდა რეისს (PQ421) კიევი-ბათუმი, უკან ბორისპოლის აეროპორტში დაბრუნდა.

ბორისპოლის აეროპორტიდან თვითმფრინავი ადგილობრივი დროით 11:41 საათზე აფრინდა და მალევე კარალიკოს რაიონის თავზე რამდენიმე წრე დაარტყა და უკან ბორისპოლშივე დაბრუნდა. 

გავრცელებული ინფორმაციით, საჰაერო ხომალდს ტექნიკური პრობლემა შეექმნა. ბორისპოლის საერთაშორისო აეროპორტში ბორტის ჩანაცვლება მოხდება და ავიაკომპანია კიევი-ბათუმის და შესაბამისად ბათუმის კიევის რეისს დაგვიანებით განახორციელებს.

აღსანიშნავია, რომ SkyUp Airlines-მა Boeing 737-900ER ლიზინგით 2019 წელს აიღო . ხომალდი 13 წლისაა.

წყარო: https://avianews.ge/teqnikuri-problemis-gamo-skyup-airlines-is-kievi-bathumis-reisi-dagvianebith-shesruldeba/

Facebook კომენტარები