საქართველოს პრემიერ-მინისტრის ინიციატივით, პირებს, ვისაც პანდემიის პერიოდში დაწესებული რეგულაციების დარღვევის გამო ადმინისტრაციული ან სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა დაეკისრათ, ამნისტია შეეხებათ და სახდელისგან გათავისუფლდებიან.

როგორც პრემიერმა მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, ინიციატივა შეეხება 245 ათასზე მეტ მოქალაქეს და 344 იურიდიული პირს. საუბარია იზოლაციის, კარანტინის და პირბადის ტარების წესის დარღვევის გამო დაკისრებულ დაახლოებით 76 მილიონი ლარის გადაუხდელ ჯარიმებზე.

„მე მინდა ჩვენს მოსახლეობას ვაცნობო, რომ დღეს საქართველოს პარლამენტს წარედგინა ორი კანონპროექტი, რომელიც ეხება იმ პირებს, ვისაც პანდემიის პერიოდში დაწესებული რეგულაციების დარღვევის გამო ადმინისტრაციული ან სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა დაეკისრათ.

აღნიშნული ინიციატივის ფარგლებში, ამნისტია შეეხება და როგორც სისხლის სამართლის პასუხისმგებლობისგან, ასევე ადმინისტრაციული სახდელისგან გათავისუფლდება დაახლოებით 245 ათასზე მეტი ჩვენი თანამოქალაქე და 344 იურიდიული პირი.

საუბარია იზოლაციის, კარანტინის და პირბადის ტარების წესის დარღვევის გამო დაკისრებულ დაახლოებით 76 მილიონი ლარის გადაუხდელ ჯარიმებზე“, – განაცხადა პრემიერმა.

როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, გადაწყვეტილება პანდემიით გამოწვეული სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გათვალისწინებით მიიღო.

„ეს გადაწყვეტილება რა თქმა უნდა მივიღეთ პანდემიით გამოწვეული მძიმე სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გათვალისწინებით. ჩვენ კარგად გვესმის, რომ პანდემიის პერიოდში არაერთი ჩვენი მოქალაქე და ბიზნესი დაზარალდა, 2020 წელი ძალიან რთული იყო და აღნიშნული სახდელები მათთვის დამატებითი ტვირთია. რა თქმა უნდა, ჩვენ გვესმის, რომ ვირუსის მართვის დროს აუცილებელია რეგულაციების დაცვა, თუმცა ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი მოქალაქეების ეკონომიკური მდგომარეობის შემსუბუქება და ეს ინიციატივა სწორედ ამით არის განპირობებული. ასე, რომ მინდა კიდევ ერთხელ მადლობა გადავუხადო პარლამენტს, მე მქონდა კომუნიკაცია ჩვენს გუნდთან, ჩვენს პოლიტსაბჭოსთან, უმრავლესობასთან და აღნიშნული ინიციატივა უახლოეს დღეებში იქნება მიღებული და დამტკიცებული“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

წყარო: https://avianews.ge/pirebs-visats-covid-regulatsiebis-darghvevis-gamo-administratsiuli-an-siskhlis-samarthlis-pasukhismgebloba-daekisrath-amnistia-sheekhebath/

Facebook კომენტარები

kompensacia frenebze
kompensacia frenebze