ქართული ავიაკომპანია Georgian Airways-ი ივლისის დადასტურებული ფრენების განრიგს აქვეყნებს. ირკვევა, რომ Georgian Airways-ი ივლისში რეისებს შეასრულებს პარიზის, ვენის, ამსტერდამის, ბერლინის და თელ ავივის მიმართულებით.
“ძვირფასო მგზავრებო, მოხარული ვართ გამოვაცხადოთ, დადასტურებული ფრენების განრიგი ივლისში:
თბილისი-პარიზი-თბილისი, (ყოველ სამშაბათს და პარასკევს)
თბილისი-ვენა-თბილისი, (ყოველ კვირას)
თბილისი-ამსტერდამი-თბილისი, (ყოველ ორშაბათს და შაბათს)
თბილისი-ბერლინი-თბილისი, (ყოველ ოთხშაბათს)
თბილისი-თელ ავივი-თბილისი, (ყოველ ორშაბათს, სამშაბათს, ოთხშაბათს, ხუთშაბათს, შაბათს (10,17,24 ივლისს) და კვირას”, აღნიშნულია Georgian Airways-ის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
წყარო: https://avianews.ge/georgian-airways-i-ivlisis-dadasturebuli-phrenebis-ganrigs-aqveqhnebs/