11 ივლისამდე, ევროპის საფეხბურთო ჩემპიონატის UEFA 2020 დაკავშირებით, უცხოელი მაყურებლების რუსეთის ფედერაციაში შესვლა ტურნირის მატჩებზე დასასწრებად განხორციელდება გულშემატკივრის პასპორტის საფუძველზე (FAN ID), რომელიც წარდგენილ უნდა იქნას მატერიალური ფორმით ან ელექტრონულად.

გულშემატკივრის პასპორტი იძლევა რუსეთის ფედერაციაში მრავალჯერადად შესვლის უფლებას, ვიზის გაფორმების გარეშე. ის უნდა იყოს წარდგენილი მოქმედ სამგზავრო დოკუმენტთან (ეროვნულ პასპორტთან) ერთად, 2021 წლის 29 მაისის 00.00 საათიდან 2 ივლისის 23.59 საათამდე პერიოდში (რუსეთის ადგილობრივი დროით).

გულშემატკივრის პასპორტის მისაღებად (FAN ID) განაცხადების რეგისტრაცია ხორციელდება შემდეგ ვებ-გვერდზე: www.fan-id.ru

მატერიალური, ლამინირებული დოკუმენტი, ევროპის ჩემპიონატის ჩატარების პერიოდში ხელმისაწვდომია სპეციალურ გამცემ ცენტრებში მოსკოვსა და სანქტ-პეტერბურგში (მათი მისამართები მითითებულია ზემოაღნიშნულ საიტზე განყოფილებაში „სად უნდა მიიღოთ”).

დეტალური ინფორმაცია გულშემატკივრის პასპორტისა (FAN ID) და UEFA 2020 მატჩებზე დასწრების წესების შესახებ განთავსებულია ოფიციალურ საიტზე www.eu.uefa.com.   

წყარო: https://avianews.ge/evropis-saphekhburtho-chempionatis-uefa-2020-matchebze-dastsrebis-msurvelthathvis/

Facebook კომენტარები